ისრაელ ადესანია ნიუ-იორკის აეროპორტში დააკავეს

ისრაელ ადესანია ნიუ-იორკის აეროპორტში დააკავეს | Setanta Sports

UFC-ის საშუალო წონის აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია, ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტში. ინფორმაციას ამის შესახებ TMZ აქვეყნებს.

ისრაელ ადესანია აშშ-დან სამშობლოში ბრუნდებოდა, რა დროსაც მეტალოდეტექტორში შემოწმებისას კასტეტი აღმოუჩინეს. მოგვიანებით, არიელ ჰელვანისთან საუბარში ადესანიას მენეჯერმა ტიმ სიმპსონმა განაცხადა, რომ კასტეტი ადესანიას ჩანთაში მოულოდნელად აღმოჩნდა.

“გულშემატკივარმა ისრაელს საჩუქარი გადასცა, რაც მან შეუმოწმებლად შეინახა ჩანთაში, ხოლო როდესაც აეროპორტში შემოწმებას გავდიოდით, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინეთ. ჩვენ მაშინვე მოვახდინეთ რეაგირება და პოლიციასთან ერთად დავიწყეთ პრობლემის მოგვარება. ამჟამად ის უკვე თვითმფრინავში იმყოფება და ახალ ზელანდიაში ბრუნდება” – ისაუბრა ადესანიას მენეჯერმა.

Ისრაელ ადესანიამ გასულ კვირას, UFC 281-ზე, ალექს პერეირას წინააღმდეგ იბრძოლა და მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ეს “სტაილბენდერისთვის” საშუალო წონაში პირველი მარცხია, ხოლო ალექს პერეირასთან – მესამე.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე