დასტინ პორიემ მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა – რა მოხდება მსუბუქ წონაში?

დასტინ პორიემ მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა | Setanta Sports

UFC 281-ზე დასტინ პორიემ და მაიკ ჩენდლერმა ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ბრძოლა და ნამდვილი შოუ შემოგვთავაზეს, რასაც ორივე მებრძოლისაგან ველოდით და მიჩვეულნი ვართ.

სისხლიანი და სანახაობრივი ბრძოლის მესამე რაუნდში დასტინ პორიემ მოახერხა და მაიკლ ჩენდლერი მახრჩობელათი დაამარცხა, რითაც ჩარლზ ოლივეირასთან საჩემპიონო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ გამარჯვებით დაბრუნდა.

პორიეს გამარჯვებით მსუბუქი წონის TOP 5-ში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. მიუხედავად იმისა რომ მსუბუქი წონის ახლადგაჩემპიონებული ისლამ მახაჩევის მომავალი მეტოქე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკია, მსუბუქი წონის კონტენდერები საკუთარ შანსს ელიან.

შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ დასტინ პორიეს შესაძლო მომავალი მეტოქე #4 ნომერი ბენილ დარიუში იყოს, რომელმაც UFC 280-ზე მატეუშ გამროტი დაამარცხა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პორიეს მეტოქედ ასევე #3 ჯასტინ გეიჯი მოგვევლინოს, რემატჩში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საკუთარ შანსს ელოდება აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე რაფაელ ფიზიევი, რომელიც #6 ნომერია და უკანასკნელ წლებში დივიზიონის ერთ-ერთ ტალანტად მოგვევლინა. ფიზიევის მომავალი მეტოქე შესაძლოა ჯასტინ გეიჯი იყოს, რაც ყოველდღიურად რელაური ხდება.

ბევრი რამ გაირკვევა #9 არმან ცარუკიანისა და #12 დამირ ისმაგულოვის ბრძოლაშიც, სადაც მსუბუქი წონის ორი გამორჩეული მებრძოლი საჩემპიონო გზაზე მიმავალი ავტობუსის ბილეთებისათვის იბრძოლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 18 დეკემბერს შედგება.

როგორც ყოველთვის, ელიტარული მსუბუქი წონა აქტუალობას არ კარგავს და 2023 წელს ძალიან, ძალიან საინტერესო ორთაბრძოლებს უნდა ველოდოთ!

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე