სარჩევი
დანა უაითისა და ენი უაითის ჩხუბი | Setanta Sports
2023 იან 03, 16:38 შშ
1 წუთის საკითხავი

2023 წელი დანა უაითისთვის სასიამოვნოდ ნამდვილად არ დაწყებულა. ახალი წლის ღამეს UFC-ის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ღამის კლუბში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დანა და ენი უაითების ფიზიკური დაპირისპირების ვიდეო ინტერნეტში მაღალი სისწრაფით გავრცელდა. კადრებში ნათლად ჩანს, რომ კაბო სან ლუკასში, მექსიკაში, წყვილი ერთმანეთს რამდენჯერმე ფიზიკურად უპირისპირდება.

მომხდარის შემდეგ დანა უაითმა და მისმა მეუღლემ საჯაროდ მოიბოდიშეს. წყვილის თქმით, მათ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღეს, თუმცა მომხდარს გამართლება არ აქვს. დანამ დასძინა, რომ ქალზე ფიზიკურ ძალადობას, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, გამართლება არ აქვს.

TMZ-ისთან საუბარში, წყვილმა აღნიშნა, რომ მათი მთავარი სადარდებელი 3 შვილია, რომელთაც მომხდარის მიზეზები უკვე აუხსნეს.

UFC-ის 53 წლის პრეზიდენტი ოჯახურ სკანდალში ადრეც გახვეულა. 2014 წელს, ბრაზილიაში ყოფნის დროს ის სტრიპტიზ ბარს სტუმრობდა.

სტრიპტიზის ერთ-ერთ მოცეკვავესთან გაბმული რომანი 2020 წელს საქმის ნევადის სასამართლოში აღმოჩენით დასრულდა. საქმე ეხებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შემცველ ჩანაწერსა და დუმილის სანაცვლოდ შეთავაზებულ 10 000 $-ს. სტრიპტიზის მოცეკვავე ამბობდა, რომ უაითი ცოლს მასთან თვეების განმავლობაში ღალატობდა. საბოლოოდ, სასამართლო დავა დანა უაითის გამართლებით იმავე წელს დასრულდა.