სარჩევი

უკრაინელმა ოლიგარქმა, რინატ ახმეტოვმა გადაწყვიტა მიხაილო მუდრიკში მიღებული თანხის ნაწილი, კერძოდ 25 მილიონი ევრო, სამხედრო ძალებსა და ჯარისკაცების ოჯახებს გადაურიცხოს.

როგორც ტრანსფერზე დაიწერა, ჩელსი საწყის ეტაპზე 70 მილიონ ევროს გადაიხდის მუდრიკში, მოვიანებით კი დამატებით გადაიხდის 30 მილიონ ევროს.

“მთელ მსოფლიოს მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის დახმარებისათვის, დღეს მე 25 მილიონ ევროს გამოვყოფ ჩვენი ჯარისკაცებისა, დამცველებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. თანხა დაფარავს მათ სამედიცინო და ფსიქოთერაპიულ მომსახურებას”, – თქვა ახმეტოვმა.

ახმეტოვის განცხადებით თანხა აზოვსტალის მცველებისთვის არის გამოყოფილი და მათ მომსახურებაში მაღალი დონის პროფესიონალები იქნებიან ჩართულნი.