თამაშგარის ინოვაციური ტექნოლოგია ესპანეთის სუპერ თასზე

ესპანეთის სუპერ თასზე VAR-ის ტექნოლოგია | Setanta Sports

ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველად – სუპერ თასზე თამაშგარის ნახევრად ავტომატიზებულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

11-15 იანვარს საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერ თასი ჩატარდება. მაყურებელს მისი ხილვა ექსკლუზიურად setantasports.com-ზე შეეძლება.

თამაშგარის ნახევრად ავტომატიზებული ტექნოლოგია | Setanta Sports
თამაშგარის ნახევრად ავტომატიზებული ტექნოლოგია

სიახლე VAR-ის ფუნქციონალში

თამაშგარის ნახევრად ავტომატიზებულ სისტემას ესპანურ ტურნირზე პირველად გამოიყენებენ. მიზანი ადამიანური შეცდომის ალბათობის მინიმალიზება, მატჩის დინამიკის გაზრდა და ბუნდოვან მომენტებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა.

ინოვაციურ ტექნოლოგიას FIFA-ს ტურნირებზე 2021 წლიდან ტესტავენ. პირველად, ის არაბულ თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოიყენეს.

ყველაზე დიდ ფორუმზე კი მისი პრაქტიკაში ინტეგრირება ჯერ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, შემდეგ კი კატარის მუნდიალზე მოხდა.

სად და როგორ ვუყუროთ ესპანეთის სუპერ თასს

2022-23 წლების სეზონის ესპანეთის სუპერ თასს მაყურებელი ექსკლუზიურად setantasports.com-ზე ნახავს.

ოთხთა ტურნირის ფინალის კალენდარი, რომელიც ამ ფორმატით მეოთხედ ტარდება, ასე გამოიყურება:

11 იანვარი

რეალი – ვალენსია – 22:55 – setantasports.com

12 იანვარი

ბარსელონა – ბეტისი – 22:55 – setantasports.com

15 იანვარი

ფინალი – 22:55 – setantasports.com

საახალწლო შეთავაზება

setantasports.com-ის მომხმარებელს წლიური პაკეტის შეძენის დროს სოლიდური ფასდაკლების მიღება შეუძლია. პრომოკოდის: NY2023 გამოყენების შემთხვევაში წლიური პაკეტის ღირებულება 129.99 ლარის ნაცვლად 90.99 ლარი იქნება.

ვუგულშემატკივროთ გიორგი მამარდაშვილს

ესპანეთის სუპერ თასზე პირველად ითამაშებს გიორგი მამარდაშვილი. ვალენსიას ლა ლიგაში საქმე კარგად არ მისდის, თუმცა ქართველი მეკარე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეულია.

ვალენსია ისტორიაში მეორე სუპერ თასის მოსაგებად იბრძოლებს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე