სარჩევი

რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრებს საფრანგეთთან მატჩის წინ დაუბრუნდება. მოგეხსენებათ, ნაკრები ოჯახური პრობლემების გამო დატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მის სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ. სტერლინგმა მაშინვე ითხოვა წასვლა. პოლიციამ დაადასტურა რომ ყველაფერი რიგზეა, თავად სტერლინგიც, როგორც ჩანს, დამშვიდდა, ოჯახის წევრებიც კარგად არიან, ახლა კი დაბრუნების დროა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სტერლინგი მეოთხედფინალისთვის დაბრუნდება. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სტერლინგი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, საუთგეიტი ასე არ გარისკავს. გარეტი ის მწვრთნელი აღმოჩნდა, რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს დეტალებს. გარემარბებზე ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, სტერლინგმა ასე თუ ისე, საქმე გაუმარტივა, მიეცა მიზეზი მშვიდად გადასვას სათადარიგოთა შორის, ახლა შეუძლია გაცილებით მარტივად ენდოს ბუკაიო საკასა და ფილ ფოდენს.

საფრანგეთისა და ინგლისის მატჩი 10 დეკემბერს შედგება.