სარჩევი
2022 დეკ 05, 14:47 შშ
1 წუთის საკითხავი

გარეტ საუთგეიტმა დაადასტურა რომ რაჰიმ სტერლინგმა გუნდი დატოვა. მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდება. ინგლისის ნაკრების თავკაცმა სენეგალთან მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა კომენტარი, – “ის სახლში ბრუნდება, რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად ყოფნა პრიორიტეტულია. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ, შეუძლია იმდენი ხნით დაგვტოვოს, რამდენიც საჭირო იქნება”.

საუთგეიტს ჰკითხეს როდის დაბრუნდებოდა სტერლინგი ნაკრებში, რაზეც მიუგო, – “ამჟამად არ ვიცი რაჰიმი როდის დაგვიბრუნდება, ეს ის სიტუაციაა სადაც დრო არის საჭირო, ხანდახან ფეხბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი”.

როგორც BBC ავრცელებს სტერლინგის ოჯახში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ, რაჰიმს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ამ ამბის გაგების შემდეგ შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა და სახლში დაბრუნება მოითხოვა.

სტერლინგი ინგლისის ნაკრების მეორე ფეხბურთელია, რომელსაც გუნდის დატოვება მოუწია, პირველი ბენ უაითი იყო, რომელმაც ნაკრები 30 ნოემბერს დატოვა, პირადი მიზეზების გამო. კონკრეტულად რა მიზეზი ჰქონდა არსენალის ფეხბურთელს ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა.