შოტლანდია vs საქართველო – დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთიდან გლაზგოში, ჰემპდენ პარკზე დაიწყება.
რა მდგომარეობაა ჯგუფში
ჯგუფს შოტლანდია ლიდერობს. სქოთებს სამი მატჩიდან სამივე მოგებული აქვთ. სტივ კლარკის გუნდმა კვიპროსს 3:0 მოუგო, ესპანეთს – 2:0 და ნორვეგიას – 1:2.
შოტლანდიას 9 ქულასთან ერთად ბურთების ბალანსი 7:1-ზე აქვთ. ერთადერთი გოლი ანგუს განის კარში ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა.
საქართველო მეორე ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. ჯვაროსნებმა ნორვეგიასთან ბათუმში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, ლარნაკაში კვიპროსს 1:2 აჯობა.
მესამე ადგილზე ესპანეთია. ფურია როხამ ახლახანს ერთა ლიგა მოიგო. ბოლო 6 წელიწადში ესპანეთმა პირველი ტიტული დაისაკუთრა და ის ლუის დე ლა ფუენტეს ხელში შეძლო.
ესპანეთმა ერთა ლიგის A ლიგის მატჩების გამო ივნისში დაისვენა. მომდევნო მატჩს დე ლა ფუენტეს გუნდი სექტემბერში საქართველოში გამართავს.
ესპანეთის ერთა ლიგის მოგება ჩვენს ჯგუფში არაფერს ცვლის. პირენეელები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ჩვეულებრივ განაგრძობენ.
მეოთხე ადგილზე ნორვეგიაა. სკანდინავიელები ჯგუფში ჯერ კიდევ, პირველი სამი ქულის მოლოდინში არიან. სოლბაკენის გუნდი დღეს კვიპროსს შინ, კოპენჰაგენში ეთამაშება და უპირობო ფავორიტია.
თემურ ქეცბაიას გუნდი კი ორიდან ორი მარცხით ბოლო ადგილზეა და დღესაც მძიმე გამოცდა ელის.
შოტლანდია vs საქართველო – რა გუნდია შოტლანდია
შოტლანდია ლიდერია და შესაბამისად, ფავორიტიც, თუმცა საქართველოს ნაკრების მხრიდან სქოთების დამარცხების ტრადიცია არსებობს და ეს მნიშვნელოვანია.
სტივ კლარკის გუნდი ინგლისის პრემიერ ლიგისა და შოტლანდიის პრემიერშიფის გუნდების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ძლიერი ინდივიდუალისტებით 59 წლის შოტლანდიელი გუნდურ ფეხბურთს თამაშობს.
კლარკი შოტლანდიას 2019 წლიდან წვრთნის. ამ დროში სქოთებმა 44 მატჩიდან 24 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 12 წააგეს.
კლარკმა 4-3-3 და 4-2-3-1-იც სქემებით თამაში სცადა, თუმცა ყველაზე მეტად ის გუნდს 3-მცველიანი განლაგებით ათამაშებს. 3-4-2-1 ან 3-4-3 ფორმაცია დამოკიდებულია მეტოქესა და ძირითადში დაყენებულ ფლანგის შემტევებს, იქნებიან ისინი ე.წ. ინსაიდერები თუ გარემარბები.
როდის მოუმატა შოტლანდიამ
პირველ ციკლში კლარკმა კლასიკურად დაიწყო. შოტლანდიამ ევროპის წინა შესარჩევ ცილკში მოსაგები მატჩები მოიგო და წასაგები წააგო.
შემდეგ იყო კატარის მუნდიალის შესარჩევი, სადაც შოტლანიამ ჯგუფში მეორე ადგილი აიღო. სქოთები მხოლოდ დანიას ჩამორჩნენ, ფლეიოფში კი უკრაინასთან დამარცხდნენ.
მერე ერთა ლიგის B ლიგის ჯგუფი მოიგეს და მომდევნო ციკლს A ლიგაში ჩაატარებს. კლარკის ხელში გუნდმა საგრძნობლად მოუმატა.
ამას დაემატა სამმცველიანი განლაგება, რომელიც გუნდმა კარგად აითვისა. მსოფლიოს შესარჩევი ეტაპი გუნდმა ფაქტობრივად მთლიანად ამ ფორმაციით ითამაშა. მოიგო 7 შეხვედრა, 2 ფრედ ითამაშა და 1998 წლის შემდეგ მსოფლიოზე პირველად თამაშის შანსიც გაუჩნდა.
- ლიდერების მუდმივი სათამაშო პრაქტიკა
- ფეხბურთელების ტაქტიკური ელასტიურობა
- კარგ შედეგებზე დაფუძნებული ატმოსფერო
- საშინაო მატჩების ატმოსფერო
შოტლანდიის ბოლოდროინდელ წარმატებაში მწვრთნელიც და სპეციალისტების ამ ნიუანსებს გამოყოფენ.
ნორვეგია 1:2 შოტლანდია
“ეს მატჩი ნორვეგიისთვის აუცილებლად მოსაგები იყო, ჩვენ კი – არ უნდა წაგვეგო”, – თქვა ნორვეგიასთან ქამბექის შემდეგ კლარკმა. მატჩი შოტლანდიამ 3 მცველით დაიწყო, გოლის გაშვების შემდეგ კი 4-2-3-1-ზე გადაეწყო.
კითხვაზე რა იყო საკვანძო თამაშის მოტრიალებისას, მთავარმა მწვრთნელმა ერთიანობა და განწყობა დაასახელა.
“მთელი კვირის განმავლობაში, იმდენად კარგი და მხიარული განწყობა იყო გუნდში, ოდნავ ვღელავდი კიდეც. ჰეი, ბიჭებო, ხომ გახსოვთ, უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის წინ”.
ოსლოში შოტლანიამ ამ შემადგენლობით ითამაშა:
განი – ტირნი, ჰენდრი, პორტუსი, – რობერტსონი, მაკგრეგორი, მაკტომინეი, ჰიკი, – მაკგინი, კრისტი, – დაიკსი.
შოტლანდია vs საქართველო – ატმოსფერო შოტლანდიაში, ჰემპდენ პარკი
ქომაგობა? ნორვეგიაში ტარტანის არმიის(ნაკრების ქომაგები) გარდა შოტლანდიას 500 გულშემატკივარიც ახლდა. მათი ხმა კი სტადიონზე გარკვევით ისმოდა. ამის აღნიშნვნა არც მთავარ მწვრთნელს დავიწყებია.
წარმოიდგინეთ რა იქნება ჰემპდენ პარკზე?! 51,866 ტევადობის სტადიონი პირთამდე სავსე იქნება.
შოტლანდია vs საქართველო – მთავარი საფრთხე საქართველოსთვის
ხმაური? გლაზგოს სტადიონები ერთმანეთს სარეკორდო, საქომაგო კეთილხმოვანებაში ხმაურში რომ ეჯიბრებიან, სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს.
გახსოვთ, წინა სეზონში, რეინჯერსმა ლაიფციგს ორრაუნდიანი მატჩი როგორ შემოუტრიალა? გლაზგოში თითქმის მთელი თამაში გერმანელები დეზორიენტირებულნი დარბოდნენ.
იმავე საფრთხის წინაშე დგას ვილი სანიოლის გუნდიც. ამგვარ ატმოსფეროში თამაში, მუდმივი პრაქტიკის ფონზეც კი რთულია. მაშინ, როდესაც ნაკრების ფეხბურთელებს ასეთ განსაკუთრებულ გარემოში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ, ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს.
შესაბამისად, პირველი 10-15 წუთი ჯვაროსნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. თუკი შოტლანდიელი ფეხბურთელებისა და ქომაგების პირველ შემოტევას ნაკრები გაუმკლავდება და გოლს არ გაუშვებს, თამაშის სასურველ კალაპოტში გადაყვანის შანსები გაიზრდება.
ამ ატმოსფეროსთვის მოსამზადებლად ზურა ხიზანიშვილის როლი შეიძლება საკვანძოც იყოს. აიბროქსზე, სელტიკ პარკსა და სხვა ბრიტანულ სტადიონებზე თამაშის ყველაზე დიდი გამოცდილება საქართველოს ნაკრების შტაბიდან სწორედ მას აქვს.
შოტლანდია vs საქართველო დაწყების დრო
შოტლანდიისა და საქართველოს მატჩი ჰემპდენ პარკზე თბილისის დროით 22:45 წუთიდან იწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი საქართველო საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.
პრომოკოდი და შეთავაზება setantasports.com-ზე
საზაფხულო შეთავაზება setantasports.com-ის მკითხველებისთვის. 30 ივნისამდე ახალ ან არსებულ ანგარიშზე გამოიყენეთ პრომოკოდი SUM30 ან SUM40 და მიიღეთ სოლიდური ფასდაკლება.
SUM30 – 30%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე
პრომოკოდის SUM30-ის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას ჩვენი პლათფორმის ერთთვიან პაკეტზე.
SUM40 – 40%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე
პრომოკოდის SUM40-ის გამოყენების შემთხვევაში კი 40%-იან ფასდაკლებას მიიღებთ ჩვენი პლათფორმის ორთვიან გამოწერაზე.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა setantasports.com-ზე თქვენს პირად ანგარიშზე სასურველი პრომოკოდი გამოიყენოთ.