სარჩევი
საქართველო u21 რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია | Setanta Sports
2023 ივლ 02, 03:48 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ისრაელის ნაკრებთან მეოთხედფინალში დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მხოლოდ რამაზ სვანაძე გამოცხადდა.

მიმძიმს საუბარი, არ მინდა თამაშის დეტალებზე ვისაუბრო, სამწუხაროა, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. ის ბიჭები, რომლებიც ახლა გასახდელში თვალცრემლიანები სხედან უფრო მეტს იმსახურებენ.

მთელი ეს პერიოდი, რომელიც ერთად გავატარეთ ძალიან ნაყოფიერი იყო. ეს ბიჭები წარმოადგენენ ქართული ფეხბურთის მომავალს. გამოსაყოფია მათი პროფესიონალიზმი და ხასიათი. მინდა მადლობა გადავუხადე ყველაფრისათვის.

ეს იყო დიდი გმოწვევა და პასუხისმგებლობა. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი. გვაქვს მცირე შანსი ოლიმპიადის საგზურისათვის, ველოდებით ხვალინდელ თამაშებს.

ღირსეული და კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. დღეს პრობლემა იყო სითამამე დამაგვირგვინებელ ფაზაში. გადაღლილობამაც თავი იჩინა. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თაობის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ.

წიტაიშვილი ჩვენთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია. გიორგი სათანადო კონდიციაში არ იყო, უთამაშებლობიდან გამომდინარე. იმედი მაქვს წავა ისეთ გუნდში, სადაც სათამაშო დროს დაუთმობენ. თუ შევცვალეთ, ან, არ ვათამაშეთ სწორედ ამით იყო გამოწვეული.

ძალიან მნიშვნელოვანია ის რწმენა, რომელიც ქომაგს დავუბრინეთ.

თერთმეტმეტრიანებზე ვივარჯიშეთ, მაგრამ თამაშზე შესრულება სულ სხვა საქმეა. ამ წნეხს ვარჯიშზე ვერ გამოცდი.

საერთო ჯამში ჩვენი გამოსვლა დადებითად უნდა შეფასდეს. სანამ გავქვს ოლიმპიადაზე გასვლის შანსი, მანამდე ვიქნებით მზადყოფნაში. გუნდი განაგრძობს შეკრებას.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ ქვეყანას, გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მოვიდა. ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხარს გვიჭერდა, ვთვლი, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება ამ ხალხისთვის სიხარულის მოტანა იყო. ვეცდებით, რომ სამომავლოდაც ბევრი ასეთი წუთი გვქონდეს.