ბეტა ვერსია

ისრაელი U21 პრესკონფერენცია – გაი ლუზონი და დანიელ პერეცი

ისრაელი u21 პრესკონფერენცია | Setanta Sports

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიოანტის მეოთხედფინალში ისრაელის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები თერმეტმეტრიანებში დაამარცხა. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა – მეკარე დანიელ პერეცმა ისაუბრეს.

გაი ლუზონი: გვქონდა შანსები საწყის 25 წუთში, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. პირველ ტაიმში ნაჩვენები ხარიხისა და მეორე ტაიმში გამოჩენილი ხასიათის ხარჯზე გავედით ნახევარფინალში.

ოლიმპიადის საგზური ჯერ არ მოგვიპოვებია. ველით საფრანგეთის ნაკრების თამაშს და შემდეგ გადაწყდება ჩვენი ბედიც.

ფეხბურთელებს ვენდობი, პენალტების დროს დიდად არ მინერვიულია, თუ გნებავთ ჩემს ფეხბურთელებს ჰკითხეთ.

პერეცი: ეს საოცარი გრძნობაა, ძალიან ამაყი ვარ ჩვენი გუნდით. ხვალ მომავალი მეტოქის ვინაობას გავარკვევთ და მერე ვიმსჯელებთ რა შანსები გვექნება. მხოლოდ წინ სვლა და გამარჯვება გვსურს.

უდიდესი მოტივაცია მივიღეთ გამოგზავნილი შეტყობინებებით. ყველაფერი შესაძლებელია, ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ძალიან ხარიხიან ფეხბურთს თამაშობდა და მათ 50,000 გულშემატკივარი უჭერდა მხარს, ასეთი მატჩების მოგება ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენ უფრო მეტი გვსურს.

გაი: მთავარი არ არის ოჯახის წევრების თვალწინ წარმატების მიღწევა. მთავარია ცოდნა იმისა, რომ ზურგს ქვეყანა გვიმაგრებს, მათ შორის ის 7 ათასი კაცი, რომელიც გამოგვყვა.

პერეცი: მწვრთნელი მუდმივად გვარწმუნებს, რომ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს. ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე