სარჩევი
რონალდუ რეალის ვარჯიშზე | Setanta Sports
2023 იან 13, 19:42 შშ
1 წუთის საკითხავი

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის რეალის საწვრთნელ პროცესს დაესწრო. პორტუგალიელი ვარსკვლავი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სწორედ სამეფო კლუბში ვარჯიშობდა.

მადრიდის რეალი ესპანეთის სუპერ თასისთვის ემზადება. რიადში დღეს გამართულ საწვრთნელ პროცესს მერენგესის ყოფილი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუც დაესწრო.

პორტუგალიელმა ვარსკვლავის ფოტოები და ვიდეო თვითერსა და სხვა სოციალური ქსელების პლათფორმებზეც გავრცელდა.

რონალდუ რეალის ვარჯიშს დაესწრო

ესპანური მედიის თქმით, რონალდუ სუპერ თასის ფინალზე მისმა ყოფილმა გუნდმა ოფიციალურად მიიწვია.

რეალის ვარჯიშზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, თავდაპირველად, რონალდუს გამოჩენა არ სურდა და გასახდელის გვირაბში მედიის წარმომადგენლებისგან მოშორებით იყო. შემდეგ კი, როდესაც მისი ადგილზე ყოფნა გახმაურდა, მინდორზე გავიდა და კარლო ანჩელოტი და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში, რეალის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა. მას შემდეგ, რაც მანჩესტერსა და მას შორის კონტრაქტი, ფეხბურთელის კატარში ყოფნის დროს გაწყდა, რონალდუმ ფორმის შენარჩუნების მიზნით, სწორედ ესპანეთის დედაქალაქს მიაშურა.

რონალდუ ალ ნასრის რიგებში აქტიურად ვარჯიშობს და დებიუტისთვის ემზადება.

ამხანაგურ შეხვედრაში არაბული გუნდის ქომაგი მას 19 იანვარს პსჟ-ის წინააღმდეგ ნახავს, ხოლო ოფიციალურ მატჩში კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი 22 იანვარს საუდის არაბეთის პრო ლიგაში შედგება.

რონალდუ მადრიდის რეალში 2009-2018 წლებში თამაშობდა.

თავად სამეფო კლუბი კი 15 იანვრს გასამართი ფინალისთვის ემზადება. რეალი ბარსელონას წინააღმდეგ კვირას, 23:00 საათიდან ითამაშებს და მატჩის ხილვა მაყურებელს ექსკლუზიურად setantasports.com-ზე შეეძლება.