პრემიერ ლიგის მოლოდინში – TMW ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი ნაპოლიში | Setanta Sports

ნაპოლისთან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის პოტენციური გახანგრძლივება კვლავ აქტუალური საკითხია. როგორც ტუტო მერკატო წერს, ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკების პროცესში არ ჩქარობს.

მიზეზი ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებისგან მოლოდინია. როგორც TMW წერს, კონტრაქტის გახაგრძლივების მოლაპარაკების პროცესში, მამუკა ჯუღელს სურს გაიგოს, “რამდენად შორს წამსვლელები არიან პრემიერ ლიგური გუნდები”.

როგორც იტალიური მედია წერს, აურელიო დე ლაურენტისის ახლანდელი შეთავაზება 3 მილიონს ევროს შეადგენს. ეს კი ყველაფრის გათვალისწინებით, 4 წლის განმავლობაში, დაბალი თანხაა. TMW ვარაუდობს, რომ ნაპოლის პრეზიდენტს შეთავაზების გაუმჯობესება მოუწევს.

La priorità del Napoli è quella di trattenere Khvicha Kvaratskhelia, respingendo l’assalto di mezza Europa che è sulle sue tracce. Prima del rinnovo, i suoi agenti vogliono capire fino a che punto possono spingersi i club di Premier League. De Laurentiis rischia di dover aumentare l’offerta perché i 3 milioni di euro a stagione offerti per i prossimi 4 anni possano non bastare.

TMW

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი – მოლაპარაკებები

რამდენიმე დღის წინ იტალიურმა მედია საშუალებებმა დანიელე ლონგოზე დაყრდნობით დაწერეს, რომ არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა იყო.

იტალიური მედიის ინფორმაციით, საერთო შეთავაზება, ბონუსების ჩათვლით წლიურ ანაზღაურებად 4.5 მილიონ ევროს შეადგენდა. თუმცა მხარეები 2 საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ.

პირველი, კონტრაქტის ვადა და მეორე, გამოსასყიდი თანხა. მისი კვარას კონტრაქტში ჩადების წინააღმდეგი დე ლაურენტისია.

ციფრული მედიის აზრით, ნაპოლის ორივე ლიდერის დაკარგვა თანადროულად არ სურს. შესაბამისად, თუკი ვიქტორ ოსიმენი ამ ზაფხულს გუნდს დატოვებს, ქართველის შენარჩუნება პართენოპეის უპირველესი ამოცანა იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი – მხარეების შეხვედრა სეზონის მიწურულსაა ჩანიშნული.

ცხადია, ამ ხმებს ოფიციალურ მოლაპარაკებებთან ან ინფორმაციასთან საერთო არაფერი აქვს. თანაც, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მთავარი საფიქრალი, EURO 2024-ზე წარმატებით გამოსვლა იქნება.

მონცა vs ნაპოლი

სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლი მონცას ესტუმრება. ატალანტასთან, ტრავმის გამო გამოტოვებული შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში ელოდებიან.

მონცა vs ნაპოლი 7 აპრილს, 17:00 საათზე დაიწყება. მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე