სარჩევი
პრემიერლიგა წარმომადგენლობით ლიდერობს | Setanta Sports
2022 ნოე 20, 12:49 შშ
1 წუთის საკითხავი

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად პრემიერლიგას ყველაზე მეტი ფეხბურთელი წარმოადგენს, ლოგიკურია, რომ სათავეში ტოპ ხუთი ლიგის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ცოტა გასაკვირი გამოდგა მათ შემდეგ MLS-ის ხილვა. შეერთებული შტატების ჩემპიონატს 36 წარმომადგენელი ეყოლება, რაც ამ ლიგის პროგრესზე მეტყველებს. სიის სათავე კი ასე გამოიყურება:

  1. ინგლისის პრემიერლიგა – 136 ფეხბურთელი
  2. ესპანეთის ლა ლიგა – 83 ფეხბურთელი
  3. გერმანიის ბუნდესლიგა – 75 ფეხბურთელი
  4. იტალიის სერია ა – 68 ფეხბურთელი
  5. საფრანგეთის ლიგა 1 – 54 ფეხბურთელი

აღსანიშნია, რომ იტალიის სერია ა ისე აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე, რომ მათი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ გასულა, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მაღალ საფეხურზე იქნებოდნენ.