სარჩევი
კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ქომაგებზე | Setanta Sports

კრიშტიანუ რონალდუს აზრით პორტუგალია უკვე გამარჯვებულია, მიზეზად კი ნაკრების კაპიტანს გულშემატკივრები მოჰყავს.

მაროკოსთან მატჩამდე რონალდუმ თვითერის საკუთარ გვერდზე პორტუგალიის ქომაგების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

“არსებობს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც პორტუგალიამ უკვე მოიგო. ეს ქომაგების მუნდიალია. საოცარია ის მხარდაჭერა და გამხნევება რაც პორტუგალიელი და არამხოლოდ პორტუგალიელი ხალხისგან აქ, კატარში ვიგრძენით.

განაგრძეთ, ჩვენი მხარდაჭერა როგორც კარგ ასევე ძნელ დროს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამისთვის გამარჯვებებით გადაგიხადოთ. ძალა!”

კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალია მეოთხედფინალში მაროკოს ეთამაშება. მატჩამდე ფერნანდუ სანტუშმა რონალდუზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელის თემის ირგვლივ სპეკულირება, მათ შორის, მედიისგანაც უნდა შეწყდეს.

მანამდე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ უარყო ინფორმაცია, თითქოს კრიშტიანუს ნაკრების დატოვება სურდა. მიზეზად მისი შეცვლა და შვეიცარიასთან მატჩის თადარიგიდან დაწყება გახდა.

მაროკო-პორტუგალიის წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში ინგლისი-საფრანგეთს შორის უკეთესს შეხვდება.