სარჩევი
მაროკო vs პორტუგალია | Setanta Sports
2022 დეკ 10, 14:49 შშ
1 წუთის საკითხავი

მესამე ნახევარფინალისტის ბედს მაროკო და პორტუგალია გაარკვევენ. წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, თუმცა მაროკომ ამ ტურნირზე უკვე არაერთხელ დაამატკიცა, რომ იოლი მეტოქე არავისთვისაა.

“ჩვენ უკან მთელი აფრიკა და არაბული სამყაროა”, – თქვა ვალიდ რეგრაგიმ მატჩამდე. მაროკოს ნაკრებში 31 აგვისტოს დანიშნულ მწვრთნელს მის გუნდთან ერთად ისტორიაში შესვლა სურს.

“ისტორიაში შესვლა გვსურს. გვინდა, განვაგრძოთ იმ შემართებითა და ხარისხით თამაში, რომლითაც დავიწყეთ ტურნირი. ხალხისგან მხოლოდ დადებითს ვიღებთ. ფეხბურთი ერთ-ერთი ის სპორტია, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ფეხბურთელებს მეტი სწყურიათ ვიდრე მეოთხედფინალია”.

ვალიდ რეგრაგი

ოცნებისთვის ბრძოლას აანონსებს პორტუგალიაც. ფერნანდუ სანტუშის თქმით, გუნდში დიდებული განწყობაა. ცხადია, პრესკონფერენციაზე საუბარი კრიშტიანუ რონალდუს საკითხსაც შეეხო.

“გუნდში საბრძოლო განწყობაა, ჩვენი ოცნებისთვის ვიბრძვით, ამიტომაც ირწმუნეთ ჩვენი და ჩვენი შესაძლებლობების.

მაროკოს მთავარი მწვრთნელს კარგად ვიცნობ, კარგად მახსოვს 2018 წლის შეხვედრა და ბევრი ფეხბურთელი. რთული თამაში იქნება.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალოდუს – შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ მას ნაკრების დატოვება არ სურდა. ცხადია, როდესაც პორტუგალიის კაპიტანი ხარ, ბუნებრივია, რომ თადარიგში ყოფნით უკმაყოფილო დარჩე. ვფიქრობ, დროა, ამ თემაზე საუბარი და რონალდუს მიმართ კითხვები შეწყდეს”.

ფერნანდუ სანტუში

მაროკოსა და პორტუგალიის მეოთხედფინალური მატჩი თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.