სარჩევი
ხორვატიამ იაპონია დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს | Setanta Sports
2022 დეკ 05, 18:19 შშ
1 წუთის საკითხავი

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე 11-მეტრიანების პირველი სერია დაინიშნა. ხორვატიამ იაპონია დაამარცხა, მატჩის გმირი კი მეკარე ლივაკოვიჩი გახდა.

წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა და მოლოდინიც გამართლდა – მაყურებელმა ფლეიოფში პირველი ფრე, პირველი ექსტრატაიმი და პენალტების პირველი სერია იხილა.

ორივე გუნდი მატჩს დანაკლისით შეხვდა. იაპონიას კო იტაკურა და ტაკეფუსა კუბო აკლდა, ხორვატიას კი ბორნა სოსა და იოსიბ სტანიშიჩი ჰყავდა დაშავებული.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში წარიმართა. ხორვატები ბურთს აკონტროლებდნენ, თუმცა უშანსოდ არც იაპონელები იყვნენ. ანგარიშიც ლურჯმა სამურაებმა გახსნეს. გოლი 44-ე წუთზე დაიზენ მაედამ მაია იოშიდას პასით გახსნა.

ხორვატია თამაშში მალევე დაბრუნდა. ივან პერიშიჩმა 55-ე წუთზე გაათანაბრა. ვიცე-ჩემპიონების გარემარბი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. საგოლე მომენტში ასისტი დეიან ლოვრენმა გაიფორმა.

დარჩენილ დროში მეკარეების ეფექტური და ეფექტიანი თამაშის გამო აღარაფერი შეცვლილა. გუნდებმა გამარჯვებულის ვინაობა ვერც დამატებით 15-წუთიან ტაიმებში გამოავლინეს. საბოლოოდ კი საქმე პენალტებამდე მივიდა.

ტაკუმი მორიიასუს გუნდიდან დარტყმები მინამინომ, მიტომამ, იოშიდამ და ასანომ შეასრულეს, ლივაკოვიჩის კარის აღება კი მხოლოდ ამ უკანასკნელმა შეძლო.

რაც შეეხება ვლაშიჩი, ბროზოვიჩი, ლივაია, პაშალიჩის კვარტეტს – აქ ძელს მხოლოდ ლივაიამ გაარტყა, სხვა დანარჩენმა კი გონდას გაუტანეს.

საბოლოოდ 3-1 პენალტების სერიაში და ხორვატია ბრაზილია-სამხ. კორეას შორის გამარჯვებულს შეხვდება.