დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ნაპოლის, ისე ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის თამაშს.
“ლურჯი შოუ! სპალეტი 10 ქულით გაიქცა“, – ვხვდებით სათაურს Corriere Dello Sport-ზე.
“კვარაცხელიამ და ოსიმენმა იუვენტუსი გაანადგურეს, ნაპოლი 10 ქულით დაწინაურდა!” – ასეთი სათაური გამოჩნდა La Gazzetta dello sport-ზე.
დელო სპორტის ინსტაგრამ ანგარიშზე კვარაცხელიას მორიგი ილუსტრაციაც ვნახეთ.
“ნაპოლის მასტერკლასი! – კვარაცხელიასა და ოსიმენის სახით მომაკვდინებელი დუეტი ჩამოყალიბდა”, – წერს ესპანური AS-ი.
“ნაპოლიმ იუვენტუსი მძიმე რეალობაში დააბრუნა, – ვკითხულობთ Marca-ზე, – მატჩში სხვაობა ნაპოლის ნიჭიერმა შემტევებმა შექმნეს”.
“ნაპოლი, როგორც მაიკ ტაისონი – იუვენტუსი ნოკაუტშია!” – წერს IlNapolista.
“ქართველმა სუპერვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გამოზომილი ჩაწოდებით ბურთი თავზე დაასვა ვიქტორ ოსიმენს, რომელმაც ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა. ნაპოლი წინ 10 ქულით გაიჭრა“, – წერს BBC Sports-ი.
“წარმოუდგენელი შედეგი ჩემპიონატის ლიდერების შეხვედრაში, სხვაობა უკვე ათი ქულაა, ნაპოლის უკვე შეუძლია სკუდეტოზე ოცნება, რომელიც მარადონას შემდეგ არ მოუგია”, – წერს Sky Sports UK.
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე.
ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი.
ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.