ნაპოლი vs იუვენტუსი, მანჩესტერული დერბი, Formula 1 – უქმეების პრევიუ

ნაპოლი vs იუვენტუსი, მანჩესტერული დერბი, Formula 1 - უქმეების პრევიუ | Setanta Sports

ნაპოლი vs იუვენტუსი, მანჩესტერ სიტი vs მანჩესტერ იუნაიტედი, Formula 1-ის სეზონის სასტარტო რბოლა და სხვა გამორჩეული სპორტული მოვლენა – ყველაფერს ერთად კი setantasports.com-ზე ნახავთ.

პრომოკოდი NEWS24

პრომოკოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში setantasports.com-ზე, თვიურ გამოწერაზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ამისთვის, კი რეგისტრაციისას, ან გამოწერის განახლებისას, საჭიროა, სწორედ NEWS24 გამოიყენოთ.

ნაპოლი vs იუვენტუსი

ნაპოლი vs იუვენტუსი – ლაციო – მილანის შეხვედრასთან ერთად ტურის ცენტრალური და გამორჩეული მატჩია. იტალიის სამხრეთში ტურინელების სამასპინძლოდ განსაკთრებულად ემზადებიან.

კვარას გუნდი პრინციპულ დაპირისპირებას უკეთეს ხასიათზე ხვდება, მიზეზი კი სასუოლოსთან დამაჯერებელი გამარჯვებაა.

ორმაგად სასიხარულოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო ტურში ნავსი გატეხა და ჩვეული ხარისხი აჩვენა. კვარას ანგარიშზე სასუოლოსთან 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.

საინტერესოა, რომ ამ ტურში სერია A-ს ცხრილის პირველი 9 გუნდიდან 6 ერთმანეთს ეთამაშება. ნაპოლი 40 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო იუვენტუსი მე-2 პოზიციას 57 ქულით იკავებს.

თუკი ნაპოლი მე-4 ადგილოსან ბოლონიასთან 8 ქულას აგებს, იუვენტუსი ლიდერ ინტერთან ყველაზე ახლოსმყოფი გუნდია, თუმცა ჩამორჩენა სოლიდურ 12 ქულას შეადგენს.

რაც შეეხება დანაკლისს – ნაპოლის კაიუსტე დააკლდება. ფაჯიოლი, კინი, დე შილიო, მაკკენი, პერინი და პოგბა ვერ დაეხმარებიან.

ცხადია, მატჩის ირგვლივ, მთავარი მოვლენა, ბოლო დღეებში პოლ პოგბასთვის მიცემული 4-წლიანი დისკვალიფიკაციაა. მიზეზი დოპინგის მოხმარებაა. ფრანგი ვერდიქტს არ ეთანხმება და დანაშაულს არ აღიარებს.

იუვესთვის სასიამოვნო სიახლეა კიეზასა და დანილოს დაბრუნება. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა სრულად მოირჩინა და კვირისთვის მზად იქნება.

ნაპოლი vs იუვენტუსი – სად ვუყურო მატჩს

ნაპოლი vs იუვენტუსის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას setantsports.com-სა და Setanta Sports 1-ზე შეძლებთ. შეხვედრა 3 მარტს 23:45 წუთიდან დაიწყება.

მანჩესტერ სიტი vs მანჩესტერ იუნაიტედი

შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის საჩემპიონო მარათონში ჩართული არ იყოს, თუმცა დერბი ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევს.

შესაბამისად მანჩესტერ სიტი vs მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის ტურისა და მთლიანად ევრო უიქენდის გამორჩეული მატჩია.

პეპ გვარდიოლას გუნდი მეორე ადგილზეა. სიტი და ლივერპული ქულა ქულაში მიდიან, სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

მანჩესტერ იუნაიტედი კი მე-6 ადგილზეა და მე-4 ადგილზე მყოფ ასტონ ვილასთან 8 ქულას აგებს. შესაძლოა, წითელ ეშმაკებს ჩემპიონთა ლიგის საგზური მომდევნო სეზონში მე-5 ადგილმაც მოუტანოს, თუმცა ჯერ-ჯერობით ერიკ ტენ ჰაგის გუნდის სამიზნე ოთხეულია.

სიტის მხოლოდ ჯეკ გრილიში დააკლდება, ხოლო სტუმრებს კვლავ 7 ფეხბურთელი აკლიათ.

საინტერესოა, რომ კვირის შუაში ორივე მანჩესტერულმა გუნდმა FA Cup-ზე გაიმარჯვა. სიტიმ ლუთონი 6-2 გაანადგურა, ხოლო იუნაიტედმა ნოტინგემ ფორესტს მინიმალური სხვაობით 1-0 მოუგო.

სად ვუყურო მანჩესტერ სიტი vs მანჩესტერ იუნაიტედს

მანჩესტერ სიტი vs მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას setantsports.com-სა და Setanta Sports 1-ზე შეძლებთ. შეხვედრა 3 მარტს 19:30 წუთიდან დაიწყება.

ვალენსია vs მადრიდის რეალი & ნანტი vs მეცი

ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველი არ არის, ვისი გუნდის მატჩსაც მომავალ უქმეებზე setantasportscom-ზე ნახავთ. გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას მესტალიაზე მადრიდის რეალს უმასპინძლებს, ხოლო გიორგი მიქაუტაძის მეცი ლიგა 1-ში ნანტს სტად დე ლა ბოჟურზე ესტუმრება.

ვალენსია ლა ლიგაში, 65 ქულით მე-9 ადგილზეა და საევროთასო მე-6 პოზიციაზე მყოფ ბეტისთან 6 ქულას აგებს. რეალი კი ლა ლიგის ლიდერია. სამეფო კლუბს ჟირონასთან 6-ქულიანი უპირატესობა აქვს.

ვალენსია vs რეალი პირდაპირი რეპორტაჟი, ინგლისურენოვანი კომენტირებით, 23:55 წუთიდან დაიწყება.

მეცი კი ლიგა 1-ში ბოლოდან მეორე ადგილზეა და სამშვიდობოს მე-15 ადგილამდე ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირებას ეცდება. ნანტიც იქვე, 25 ქულით მე-12 საფეხურზეა.

ნანტი vs მეცი, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-ზე 3 მარტს, 18:00 საათიდან დაიწყება.

Formula 1 – 2024 სეზონი

setantasports.com-ზე Formula 1-ის 2024 წლის სეზონი დაიწყო. ბაჰრეინის გრან პრის კვალიფიკაცია, როგორც ბევრი გულშემატკივარი ელოდა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო.

შესაბამისად, მთავარ რბოლას გასული სეზონის ჩემპიონი პოულ პოზიციიდან დაიწყებს.

Formula 1-ის ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლის ნახვას მაყურებელი setantasports.com-სა და Setanta Sports 2-ზე, 3 მარტს, 19:00 საათიდან შეძლებს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე