ნაპოლი vs ლაციო – Preview

პარასკევს ნაპოლი ლაციოს უმასპინძლებს. ნეაპოლელებს 18 ქულიანი უპირატესობა აქვთ მეორეადგილოსან ინტერთან. ლაციო კი მეოთხე საფეხურს იკავებს.

დრო და ადგილი

  • თბილისის დროით 23:45 წუთი;
  • სტადიო დიეგო არმანდო მარადონა;

პირველი მატჩი

ლაციოსთან პირველი შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა, როგორც ნაპოლის, ისე პირადად ხვიჩა კვარაცხელიასთვის. ბევრი გარდამავალი ეპიზოდი იყო, ხვიჩამ გვაჩუქა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეპიზოდი, როცა ე.წ რულეტი, (ბრუნი) შეასრულა და ძალიან კარგი დარტყმაც მიაყოლა, სულ მცირედი დააკლდა მიზნის მისაღწევად, ბურთი ძელმა აისხლიტა.

ამ ქვეყანაში ასეთი მოძრაობა მანამდე დიეგო მარადონას, ზინედინ ზიდანისა და დელ პიეროსგან უნახავთ. თუმცა, მიუხედავად ქრონოლოგიის რღვევისა, მაინც ზიდანის ფინტად შემორჩა ისტორიას.

ალბათ იმიტომ, რომ მაღალი ფეხბურთელის შესრულებით, რომელსაც გრძელი კიდურები აქვს, გაცილებით სანახაობრივი გამოდის. ხვიჩას შესრულებითაც ძალიან ლამაზი იყო.

ასე კარგი მომენტით დაწყებული, ცოტა უიღბლოდ გაგრძელდა, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, ისეთი გრძნობა დაეუფლა მაყურებელს, თითქოს, მისი დღე არ იყო, ყველა თამაშში თავს ვერ გამოიჩენ, ესეც დიდი კარიერის ნაწილია, მაგრამ გავიდა რამდენიმე წუთი და ხვიჩამ ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო ნეაპოლურ კარიერაში, რასაც ანდრო ხელაძისა და ნიკოლოზ ტაბატაძის ემოციური კომენტარიც მოჰყვა.

კარგი დღე იყო. ნეაპოლელებს კარგად დაამახსოვრდათ, ქართველებსაც, თავად ხვიჩასაც. ახლა კი მეორე რაუნდის ჯერია, უკვე სულ სხვა სტადიონზე.

სპალეტი vs სარი

იუვენტუსთან მატჩის წინ ლუჩიანო სპალეტიმ საინტერესო რამ თქვა, ბენიტესს უფრო კარგი შედეგები ჰქონდა, ვიდრე სარის, მაგრამ სარი უფრო უყვართ, ვიდრე ბენიტესიო. ფანებმა ტიტული არაფრად ჩააგდეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლისთვის ხშირი არ არის ტიტული, არც იტალიის თასი, არც სუპერ თასი, აღარაფერს ვამბობთ სერია ა-ზე.

სარი ძალიან უყვარდათ, მისი ფილოსოფიის, ხასიათისა და სათამაშო სტილის გამო. თუმცა, სპალეტი ისეთ გზას დაადგა, რომ უკონკურენტო კაცი შეიძლება გახდეს ნეაპოლელთათვის. თან ტიტულისკენ მიდის ძალიან დამაჯერებლად, თან ულამაზეს ფეხბურთს ათამაშებს ნაპოლის. ამას უკვე ყველა აღნიშნავს, მთელი საფეხბურთო მსოფლიო, ნაპოლის თამაშის ყურება ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. პეპ გვარდიოლამაც კი ახსენა საჩემპიონთალიგო პრესკონფერენციაზე.

ამ სილამაზის მთავარი სულისჩამდგმელნი კი ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაპოლიმ გაიარა გზა, როცა ხან ხვიჩა აკლდა, ხან ოსიმენი, მაგრამ სასურველი შედეგის მიღება მაინც შეძლეს. ერთი სიტყვით, ძალიან კარგად მომზადებული გუნდია.

სულ უფრო ახლოს

მთელ ნეაპოლში საჩემპიონო განწყობაა. კვირიდან კვირამდე იმატებს გულშემატკივართა რაოდენობა, რომლებიც ნაპოლის გასვლით შეხვედრებზე მიჰყვებიან. სახლის მატჩებში კი ზეიმი ბოლო წუთებამდე არ წყდება.

18 ქულა მართლაც ისეთი უპირატესობაა, რომ ყველაფერზე წინასწარ დაგაფიქრებს. სპალეტის ამოცანა კი კონცენტრაციის შენარჩუნებაა, რეალურად, ახლა შეაბიჯეს გუნდებმა გადამწყვეტ ეტაპზე.

ლაციოს ორი ამოცანა აქვს, რომელიც ერთმანეთში იკვეთება. პირველი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა, მეორე ამოცანა კი რომას გადასწრება. აქ გვაქვს კვეთა, რადგან რომა მეხუთე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლაციოს.

საერთოდ, ნაპოლის შემდეგ, ინტერს, მილანს, რომასა და ლაციოს, დიდი კონკურენცია აქვთ, მეხუთედან მეორე ადგილამდე მხოლოდ სამი ქულაა სხვაობა.

სად და როგორ ვუყუროთ ნაპოლი – ლაციოს

სერია A-ს მომდევნო ტურში კვარას ნაპოლი ლაციოს უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-ისა და Setanta Sports-ის მაყურებელი 3 მარტს, 23:45 წუთიდან ნახავს.

მარტის სიგიჟე და პრომოკოდი

setantasports.com-ზე მარტის სიგიჟე დაიწყო. პრომოკოდის MAD2023-ის გამოყენების შემთხვევაში, 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ წვდომას.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე