სარჩევი
მამარდაშვილის აგენტი ვალენსიაში მოლაპარაკებისთვის ჩავიდა | Setanta Sports
2024 აგვ 13, 20:51 შშ
1 წუთის საკითხავი

ლევან სეთურიძე ვალენსიაშია. გიორგი მამარდაშვილის აგენტი კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს.

მამარდაშვილის მენეჯერის ვალენსიაში ჩასვლის ამსახველ კადრებს Tribuna Deportiva ავრცელებს.

როგორც ესპანური მედიის ჟურნალისტი, სალვა გომისი წერს, სეთურიძის ვიზიტის მიზანი, მამარდაშვილის მიერ კლუბის დატოვების თემის განხილვაა.

როგორც გომისი წერს, ამ მომენტში ყველაზე სავარაუდო ლივერპულის მიერ მამარდას სატრანსფერო უფლებების შეძენა და მისი ვალენსიაში 1-წლიანი იჯარით დატოვებაა. ასევე არსებობს, წინასწარი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.

მეორე შემთხვევაში შეთანხმება მომავალი წლის ზაფხულში ამოქმედდება. მაშინ, როდესაც ალისონ ბეკერი ლივერპულს დატოვებს.

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ლივერპული სერიოზულადაა დაინტერესებული. თუმცა არსებობს სატრანსფერო თანხის საკითხიც.

ვალენსიას მამარდაშვილის გაშვება 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ სურს, ლივერპულის შეთავაზება კი 30 მილიონი ევროს ფარგლებშია. ცხადია, არსებობს ბონუსების ვარიანტიც, თუმცა კლუბებმა თავიანთი ინტერესების თანხვედრის წერტილი უნდა იპოვონ.