სარჩევი
ლუკა პარკაძე მიუნხენის ბაიერნში ვარჯიშობს | Setanta Sports
2023 ივნ 22, 16:39 შშ
2 წუთის საკითხავი

ლუკა პარკაძე მიუნხენის ბაიერნს შეურთდა. 18 წლის ქართველი ფეხბურთელი თავდაპირველად მეორე გუნდთან ერთად ივარჯიშებს. როდესაც პირველი გუნდი შეიკრიბება, პარკაძე თომას ტუხელის განკარგულებაში გადავა.

გერმანიაში გამგზავრებამდე setantasports.com-მა ლუკა პარკაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

დინამოს აკადემიის აღზრდილს ყველა აქტუალურ თემაზე ვესაუბრეთ. ლუკა მიუნხენში დიდი მოტივაციითა და საბრძოლო შემართებით გაემგზავრა.

ლუკა პარკაძე ბაიერნში

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბაიერნში თავი დავიმკვიდრო, საქართველო და ქართველი გულშემატკივრები ვასახელო.

არანაირი ღელვა და პირიქით, მინდა რომ პირველი ვარჯიში მალევე მოვიდეს, რათა შესაძლებლობები დავამტკიცო. შეკრებას მეორე გუნდთან ერთად დავიწყებ, როდესაც პირველი გუნდი შეიკრიბება მას შევუერთდები.

ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ასეთ გრანდში წასვლაზე. ამაზე დიდი მოტივაცია არ მგონია, რამე იყოს. 1 წლის განმავლობაში აქტიურად ვემზადებოდი. ენასაც ვეუფლებოდი.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბაიერნის ფეხბურთელი ვიყო. კონკურენციის არ მეშინია. ვინც მეტს იშრომებს ის მიაღწევს, მარტივია”.

ლუკა პარკაძე – მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი

ლუკა პარკაძე ბაიერნში – ვიდეო ინტერვიუსა და სრულ ჩანახატს Setanta Sports-ის Facebook და Youtube გვერდებზე მოკლე პერიოდში შემოგთავაზებთ.

პარკაძის მიმართ ინტერესისა და ტრანსფერის შესახებ 1 წლის გახდა ცნობილი. თუმცა ბაიერნმა ქართველი ფეხბურთელი არაევროკავშირელის სტატუსისა და შეზღუდვების გამო მანამ ვერ წაიყვანა სანამ 18 წლის არ გახდა.

ეს კი 1 წლის წინ Setanta Sports-ის მიერ პარკაძეზე გაკეთებელი სიუჟეტია.

პრომოკოდი და შეთავაზება setantasports.com-ზე

საზაფხულო შეთავაზება setantasports.com-ის მკითხველებისთვის. 30 ივნისამდე ახალ ან არსებულ ანგარიშზე გამოიყენეთ პრომოკოდი SUM30 ან SUM40 და მიიღეთ სოლიდური ფასდაკლება.

SUM30 – 30%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე

პრომოკოდის SUM30-ის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას ჩვენი პლათფორმის ერთთვიან პაკეტზე.

SUM40 – 40%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე

პრომოკოდის SUM40-ის გამოყენების შემთხვევაში კი 40%-იან ფასდაკლებას მიიღებთ ჩვენი პლათფორმის ორთვიან გამოწერაზე.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა setantasports.com-ზე თქვენს პირად ანგარიშზე სასურველი პრომოკოდი გამოიყენოთ.