ლუკ ჰოლცისა და ივანდრო ბორხესის პრესკონფერენცია – საქართველოსთან მატჩის წინ

ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა და ფეხბურთელმა ივანდრო ბორხეს სანჩესმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრა ხვალ, 21 მარტს, თბილისის დროით 21:00 ზე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ლუკ ჰოლცი: დაველოდოთ ვარჯიშს, დავაკვირდები ფეხბურთელებს და მერე გადავწყვეტ ვინ ითამაშებს. მოტივაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება, თუმცა, ბევრ ნიუანსზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება.

გუნდში კარგი განწყობაა, ფეხბურთელები მშვიდად არიან და თავდაჯერება არ აკლიათ.

50’000 ქომაგის თვალწინ თამაში არა წნეხი, არამედ მოტივაციაა.

ძირითად შემადგენლობაზე ჩამოყალიბებული ვარ, თუმცა, მსურს დღევანდელ ვარჯიშსაც კარგად დავაკვირდე და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ მივიღო.

არაფრის გამოგონებას არ ვაპირებ, მოტივაცია საკმარისად გვაქვს.

ივანდრო ბორხესი: ყველა აცნობიერებს ამ თამაშის მნიშვნელობას, ეს ისტორიული მატჩია. შევეცდებით რომ გარე ფაქტორებს გავუმკლავდეთ.

ახალი კლუბით კმაყოფილი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და ნაკრების დახმარებას ვახერხებ. უნდი კარგად არის დაბალანსებული ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებით.

ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, ეს მოჩვენებითი არ არის. რა თქმა უნდა, ასეთი ხასიათი სამზადისშიც მეხმარება.

ლუკ ჰოლცი: უნდა ვაღიარო რომ დღეს ლუქსემბურგის შემადგენლობა გაცილებით ძლიერია და გაცილებით კარგ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ეს ჩემს დროს იყო.

რა თქმა უნდა, ერთა ლიგის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ეტაპამდე მოსვლა. მიუხედავად ამისა, რაც 15 წელში გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი სამუშაო გავწიეთ და ისტორიული შანსიც მივიღეთ.

დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ თერთმეტმეტრიანებზე ვარჯიშს, რადგან ვარჯიშზე იმის ნახევარ წნეხსაც ვერ გრძნობს ფეხბურთელი, რასაც თამაშზე. თუმცა, თუ აქამდე მივიდა საქმე, უკვე ვიცი ვისაც დავარტყმევინებ.

შემდეგი მატჩისთვის ბილეთები დიდი ხნის წინ გაიყიდა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ფინალი იქნება თუ ამხანაგური მატჩი. ჩვენი ქომაგები სტადიონზე იქნებიან. მიხარია რომ ქომაგი გვენდობა და მხარს გვიჭერს. საქართველო კი ძალიან ძლიერია, კვარაცხელიას გარეშეც.

გოლი არა მაყურებელს, არამედ ფეხბურთელებს გააქვთ. გასაგებია, რომ სტადიონი გაივსება, მაგრამ ეს გადამწყვეტი ვერ იქნება. ჩვენ მხარდაჭერას სახლიდანაც ვგრძნობთ. არავის გამოვყოფ საქართველოდან, მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ.

ივანდრო ბორხესი: ბავშვობიდან ვოცნებობდი პროფესიონალურ კარიერაზე და ასეთ შესაძლებლობაზე.

ლუკ ჰოლცი: სავარაუდოდ ხუთი მცველით ვითამაშებთ. რაც შეეხება ჟერსონს, მისი სიტუაცია პრობლემას არ ქმნის. (ჟერსონს წინ სასამართლო მოსმენა ელის)

ივანდრო ბორხესი: როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად 100%-ით მზად ვარ, მართალია რომ ბოლო ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთხელ დამაყენეს ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ჩემს ტრანსფერს მაინც დადებითად ვაფასებ, გუნდის გამოცვლა ძალიან წამადგა.

ლუკ ჰოლცი: პორტუგალიასთან მატჩს რაც შეეხება, ამაზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე