ლაიფციგი vs მანჩესტერ სიტი – Preview

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლაიფციგი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. ფავორიტი სიტია, თუმცა, დიდი ხანია გვარდიოლას გუნდი ასეთი არეული არ ყოფილა.

ყველაფერთან ერთად ინტრიგას ზრდის მულტიკლუბური სისტემის გიგანტების დაპირისპირება. ერთ მხარეს გვყავს რედ ბული, მეორე მხარეს კი CFG-ი. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ CFG-ის მთავარი კლუბი მანჩესტერ სიტია, რაც შეეხება რედ ბულს, აქ ასე დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ლაიფციგს, მაგალითად ზალცბურგზე დიდი ყურადღება ეთმობა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია რედ ბულის საფეხბურთო ქსელში.

დრო და ლოკაცია

  • ოთხშაბათი, 23:55 წუთი;
  • რედ ბულ არენა;

ურთიერთშეხვედრები

გუნდებს აქამდე ორჯერ უთამაშიათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. წინა სეზონში შედგა ეს ორი მატჩი, სადაც ერთი მანჩესტერ სიტიმ მოიგო, მეორე კი ლაიფციგმა.

მანჩესტერში სიტიმ 6:3 გაიმარჯვა, ლაიფციგში კი 1:2 დამარცხდა.

ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი, სამი გოლი, კრისტოფერ ნკუნკუს ანგარიშზეა.

როგორ ფორმაშია სიტი

კანსელუს წასვლამ, პრემიერ ლიგის ჩივილმა სიტის წინააღმდეგ, ჰოლანდის მიმართ კრიტიკამ და დე ბრუინის განაცხადს მიღმა დატოვებამ, რა თქმა უნდა, ხმაური გამოიწვია. ჩანს, რომ ეს ყველაფერი სიტიზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ პეპი წნეხში მუშაობას შეჩვეულია.

სიტიმ ბოლო ექვსი თამაშიდან ოთხი მოიგო, ერთი წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა. სიტი მდევრის როლშია და ყველა ქულა ძვირად უჯდება.

როგორ ფორმაშია ლაიფციგი

ლაიფციგი ბუნდესლიგაში მეხუთე პოზიციაზეა, თუმცა, სულ რაღაც 4 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ სამეულს, – ბაიერნს, დორტმუნდსა და უინიონ ბერლინს. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ბუნდესლიგა შეიძლება ვიხილოთ. ვნახოთ ფინალი როგორი იქნება, ჩემპიონობის შანსი ხუთ გუნდს აქვს.

სიტის მსგავსად, ლაიფიგსაც 4 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი აქვს ბოლო ექვს თამაშში. 11 თებერვალს გუნდმა უშუალო კონკურენტ, უნიონ ბერლინთან წააგო 1:2.

ორივე შემტევი გუნდია, ორივე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და გოლების მოლოდინიც გვექნება.

კომენტარები

კევინი და ლაპორტი ავად არიან, ისინი არ ითამაშებენ. არ ვიცი როდის დაგვიბრუნდებიან. ნოტინგემთან მატჩის შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა, სულ ეს არის, რა თქმა უნდა, ორივე დაგვაკლდება”.

რთული მეტოქეა, კარგი თამაშები იქნება. როცა გერმანიაში ვმუშაობდი ლაიფციგი მეორე ბუნდესლიგაში იყო, მათ არ შევხვედრილვარ, წინა სეზონში ვითამაშეთ ჯგუფში და ვიცით რა დონის გუნდია. ყოველ წელს გადიან ჩემპიონთა ლიგაზე, გავა დრო და ბაიერნს გაუწევენ კონკურენციას“.

ფოდენს ცენტრში თამაშიც შეუძლია, ის ახალგაზრდაა და თამაშს კარგად კითხულობს, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ჯერ კიდევ სწავლობს”, – თქვა პეპ გვარდიოლამ.

კარგი თამაში იქნება, ჩვენი გულშემატკივრის იმედი მაქვს, მთელ მსოფლიოში… ლაიფციგის გულშემატკივარი მთელ მსოფლიოში, – კარგად ჟღერს. ერთად ყველაფერი შეგვიძლია, თუ გუნდურად ვითამაშებთ მაღალი მიზნებისთვისაც შევძლებთ ბრძოლას”, – თქვა მარკო როზემ.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე