მიქაუტაძე მეცთან ერთად ფაქტობრივად, ლიგა 1-ში აღზევდა

მიქაუტაძე მეცთან ერთად ლიგა 1-ში აღზევდა | Setanta Sports

გიორგი მიქაუტაძე და მეცი ლიგა 1-ში ფაქტობრივად დაწინაურდნენ. ითამაშებს თუ არა მეცის შემადგენლობაში ქართველი ლიგა 1-ის მატჩებს ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, მეცის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში ქართველმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

მიქაუტაძე და მეცი ლიგა 1-ში

ლიგა 2-ის ბოლო ტურში მეცმა ბასტია დაამარცხა და ლიგა 1-ის საგზური თითქმის გაინაღდა. მიქაუტაძის გუნდი ამ წუთისთვის მეორე ადგილზეა. თუმცა თეორიული შანსი ბორდოს ჯერ კიდევ აქვს.

ლიგა 2 ლე ავრმა მოიგო, რომელმაც ბოლო ტურში დიჟონს 1:0 აჯობა.

ბოლო ტურის მატჩში მიქაუტაძეს გოლი ან საგოლე გადაცემა არ გაუფორმებია. გათამაშება კი ქართველმა 23 გოლითა და 8 ასისტით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 1 გოლი თასზე გაიტანა. საბოლოოდ კი საკლუბო სეზონი 24 გოლითა და 8 ასისტით დაასრულა.

საინტერესოა, რომ ლიგა 2-ის ბომბარდირთა შორის, პირველ 35 ფეხბურთელს შორის მხოლოდ ორია ისეთი, რომელიც არც საფრანგეთს და არც აფრიკულ ქვეყანას წარმოადგენს.

დავითაშვილი და ბორდო ლიგა 2-ში ჩარჩნენ?

სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ლიგა 2-ში ჩარჩა ბორდო. მეტიც, ზურიკო დავითაშვილის გუნდის ბოლო ტურის მატჩი შეჩერდა. მიზეზი უსაფრთხოების ზომების დაუცველობა გახდა.

ბორდოს ერთ-ერთი ქომაგი როდეზის ფეხბურთელს ფიზიკურად დაუპირისპირდა, არბიტრმა კი გუნდები გასახდელში გაიყვანა.

ამ დროისთვის ბორდო 0:1-ს მარცხდებოდა. საფრანგეთის ლიგა 2-ში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დამატებით მაჩვენებლებში უპირატესი გატანილი გოლების ბალანსია.

მეცი ბორდოს 3 ქულით და ბურთებში +4-ით უსწრებს. შესაბამისად, თუკი ბორდოს ტექნიკური მარცხი არ ჩაეთვალა და თამაში გაგრძელდა. მაშინ ჟირონდელებმა მეტოქეს 7 გოლი ისე უნდა გაუტანონ, რომ თავად არცერთი მიიღონ.

6:1-ის შემთხვევაში, ბორდო ქულებითა და ბალანსით მეცს კი გაუთანაბრდება, თუმცა ნაკლები გატანილი გოლი ექნება. ამიტომაც, არ აწყობს ბორდოს ბურთების თანაბარი ბალანსი.

როგორი იქნება ბორდოს მატჩის ვერდიქტი ცნობილი მომდევნო საათებში გახდება.

ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ და U21-ის ნაკრებებში არიან გამოძახებულნი.

ორიოდე დღით ადრე გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე