საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | Setanta Sports

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის ცნობილია. ვილი სანიოლის გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს, სტუმრად შოტლანდიასა და კვიპროსზე გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ივნისში საქართველოს ნაკრებს ორი ოფიციალური მატჩი ელის. სტუმრად კვიპროსსა და შოტლანდიასთან ვილი სანიოლის გუნდი 17 და 20 ივნისს ითამაშებს.

პარალელურად იწყება U-21-ის ევროპის ჩემპიონატი. თემა ამგვარად იდგა, როგორ გაინაწილებდნენ ფეხბურთელებს ვილი სანიოლი და რამაზ სვანაძე. როგორც ჩანს, უპირატესობა პირველ ნაკრებს ენიჭება.

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: გურამ კაშია, საბა კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, სანდრო ალთუნაშვილი, ლადო მამუჩაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ლევან შენგელია.

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია.

საქართველოს U21-ის შემადგენლობა

ამ ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდის განაცხადში ანზორ მექვაბიშვილს, საბა საზონოვსა და გიორგი წიტაიშვილს ვერ ვხედავთ. როგორც ჩანს, ისინი U21-თან ერთად შეკრების პირველივე დღიდან იქნებიან.

თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ პირველი ნაკრების მატჩების შემდეგ, რომელიმე ფეხბურთელი რამაზ სვანაძის ახალგაზრდულ გუნდს შეურთდეს.

ამ შემადგენლობიდან U-21-ის ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეუძლიათ:

  • გიორგი მამარდაშვილს
  • ირაკლი აზაროვს
  • გიორგი გოჩოლეიშვილს
  • ლუკა გაგნიძეს
  • ზურიკო დავითაშვილს
  • ხვიჩა კვარაცხელიას
  • გიორგი მიქაუტაძეს

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა – გიორგი გველესიანი

ვილი სანიოლის გუნდში ერთი დებიუტანტია. საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შანსი გიორგი გველესიანმა მიიღო.

32 წლის მცველი ირანის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. წინა სანაკრებო პაუზის შემდეგ განაცხადს მიღმა დატოვებამ, დინამო თბილისის ყოფილ მცველს გული დასწყიტა.

სოციალურ ქსელში ამ საკითხზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ კი, როგორც ჩანს, გველესიანმა ყურადღება, ხოლო თამაშის ხარისხით შანსი დაიმსახურა.

გველესიანი 6 წელია რაც ირანში თამაშობს. ამჟამად ის პერსეპოლისის ღირსებას იცავს და გუნდის შეუცვლელი წევრიცაა.

საქართველოს ნაკრები კვიპროსსა და შოტლიანდიაში 17 და 20 ივნისს ითამაშებს. ამჟამა კვალიფიკაციის A ჯგუფში საქართველო მე-4 ადგილზეა 1 ქულით. ქულა ჯვაროსნებმა შინ, ბათუმში ნორვეგიასთან აიღეს.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი ბოლო ადგილზეა, ხოლო შოტლანდია 2-დან 2 მოგებით და 6 ქულით ჯგუფს ლიდერობს.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე