სარჩევი
2024 თებ 14, 15:34 შშ
2 წუთის საკითხავი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები გუშინ ორი მატჩით გაიხსნა, დღეს კიდევ ორ შეხვედრას ვიხილავთ. ყველაფერმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. მადრიდის რეალმა გასვლაზე ლაიფციგი დაამარცხა 1:0, ხოლო მანჩესტერ სიტიმ ასევე გასვლაზე მოიპოვა გამარჯვება კოპენჰაგენთან – 3:1.

დღეს კი უფრო საინტერესო თამაშები გველის, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია და ასე დამაჯერებელ მოგებას ვერ ვუწინასწარმეტყველებ ვერცერთ გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩებსაც თავისი ფავორიტები ჰყავს.

ლაციო vs ბაიერნი

ჯერ ლაციოზე ვთქვათ, ბოლო ხუთ შეხვედრაში ორი წააგეს, ორი მოიგეს და ერთიც ფრე ითამაშეს, კვარაცხელიას გარეშე დარჩენილ ნაპოლისთან. დედაქალაქელები იტაალიის სერია ა-ში მერვე ადგილზეა, თუმცა, ვერ ვიტყვით რომ ოთხეულთან დიდი ჩამორჩენა აქვს. ასეთი რესურსის მქონე გუნდისთვის ორ ფრონტზე ბრძოლა ძალიან რთულია.

ბოლო შეხვედრა კალიარისთან მოიგეს 3:1 და ბაიერნთან შედარებით კარგ ხასიათზე არიან.

რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნს, ბოლო ხუთი შეხვედრიდან ორი წააგეს და სამი მოგებით დაასრულეს. მთელი გერმანია ლევერკუზენის ჩემპიონობას და ბაიერნის ჰეგემონიის დასრულებას ელის.

დიდი ინტრიგა ახლდა თან ბაიერნისა და ბაიერის შეხვედრას, ამაზე კარგი გამოცდა ჩემპიონთა ლიგის წინ გუნდს ვერ ექნებოდა, ჰოდა, ტუხელმა ეს გამოცდა ვერ ჩააბარა, ჩაბი ალონსომ ყველაფერში დაჩაგრა და მისმა გუნდმა 3:0 გაიმარჯვა.

ვერ უნდა იყოს ჰარი კეინი კარგ ხასიათზე, ძალიან კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ რად გინდა, ტიტულების გამო გადმოსული კაცი გერმანიის თასს უკვე გამოეთიშა, ბუნდესლიგაში მეორეა, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი ისედაც წარმოუდგენლად რთული საქმეა.

დანაკლისი

ლაციოს პეტრიჩი, ძაკანი და დიეგო გონსალესი დააკლდებიან.

ბაიერნის დანაკლისი ლაციოსთან შედარებით გაცილებით დიდია – ტარეკ ბუჩმენი, ბუნა სარი, კინგსლი კომანი, სერჟ გნაბრი, კონრად ლიმერი, ტომ ჰიულსმანი, დანიელ პერეცი და ალფონსო დევისი ვერ დაეხმარებიან გუნდს.

ყველაზე ვერ ვიტყვით რომ დიდი დანაკლისია, მაგრამ ამ სიაში ძირითადის ფეხბურტეელბიც არიან – კომანის, გნაბრისა და დევისის სახით.

ურთიერთშეხვედრები

ლაციოსა და ბაიერნს მხოლოდ ორჯერ აქვთ ნათამაშები ერთმანეთის პირისპირ. ეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მოხდა, 2020/21 წლების სეზონში. ორივე მატჩი ბაიერნმა მოიგო – გასვლაზე 4:1 სახლში 2:1.

სად ვუყუროთ?

მერვედფინალები თბილისის დროით 00:00 ზე დაიწყება. მატჩებს შეგიძლიათ სეტანტას არხებსა და Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური.