სარჩევი
2023 თებ 23, 13:01 შშ
1 წუთის საკითხავი

ლაიფციგისა და მანჩესტერ სიტის შეხვედრა ყაიმით დასრულდა. გვარდიოლას გუნდმა პირველ შეხვედრაში გამარჯვება ვერ შეძლო. ერლინგ ჰოლანდმა კი უგოლოდ დატოვა მოედანი.

რას ელოდით, ხუთით ნულს მოვიგებდით? კარგით რა.. ლაიფციგი ძლიერი გუნდია, ჩვენ ათ დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს, არ არის ადვილი ასეთ რეჟიმში ითამაშო და პირველივე მატჩში მოამთავრო ყველაფერი”, – თქვა მატჩის შემდეგ გვარდიოლამ.

მათ მაღალი პრესინგი ითამაშეს და პრობლემები შეგვიქმნეს. ბურთის ამოტანა გაგვიჭირდა. ბერნარდუს თამაშით კმაყოფილი ვარ, ცენტრში ბურთი კარგად ეჭირა. ცვლილებები არ გავაკეთე იმიტომ, რომ ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. ვიფიქრე ფილის შემოყვანაზე, მაგრამ ამის აუცილებლობა ვერ დავინახე“.

ანგარიში 27-ე წუთზე რიად მაჰრეზმა ახსნა. ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ლაიფციგი საკუთარ ნახევარზე შეცდა, ბურთი გრილიშმა მოიგდო ფეხებში, უმოკლეს მონაკვეთში გიუნდოგანი და მაჰრეზი სწრაფად გამოერკვნენ და დარტყმაც უზუსტესი გამოვიდა, დაბალ კუთხეში.

სიტის ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს. ლაიფციგს კი გათანაბრება უფრო ადრეც შეეძლო, როცა სიტის დაცვა ჩავარდა, მაგრამ ბენიამინის დარტყმა აღმოჩნდა არაზუსტი.

შემდეგ იყო ანდრე სილვას კარგი გარღვევა, ედერსონის ორი კარგი სეივი და გვარდიოლის გოლი. მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეულმა მცველმა ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა.

სიტის მაინც შეეძლო მოგება, გიუნდოგანმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. მეკარემ აჯობა. ასე რომ, ყველაფერი მანჩესტერში გადაწყდება.