სარჩევი
ხვიჩა კვარაცხელიას მაისური თურქეთი დასახმარებლად აუქციონზე გაიყიდა | Setanta Sports
2023 თებ 20, 13:34 შშ
1 წუთის საკითხავი

ნაპოლის ფეხბურთელების მაისურები აუქციონზე გასხვისდა. შემოსული თანხა კი სრულად თურქეთში, სტიქიის ზონაში მყოფი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხა.

ელიფ ელმასის ორგანიზებულ აუქციონზე ნაპოლის 4 ფეხბურთელის მაისური მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელიას მაისურის სანაცვლოდ 100 000 ლირა გადაიხადეს, რაც 5200 $-ის ექვივალენტია.

მთლიანად, ნაპოლის 4 ფეხბურთელის მაისურის გაყიდვით შემოსული თანხის ჯამურმა რაოდენობამ 15 000 $ შეადგინა. ელიფ ელმასის გარდა იტალიური გუნდიდან აუქციონზე ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენისა და პიოტრ ჟიელისნსკის ხელმოწერილი მაისურები იყო.

ელიფ ელმასი ეთნიკური თურქების ოჯახში დაბადებული ჩრდ. მაკედონიელი ფეხბურთელია. მას 2 სეზონის განმავლობაში ფენერბაჰჩეს მაისურითაც უთამაშია.

თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 44 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად მაშველები მძიმე ტექნიკასთან ერთად, სტიქიის ზონაში ტრაგედიიდან ორი კვირის შემდეგ, კვლავ მუშაობენ.