სარჩევი
ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესოს ჯილდოსთვის იბრძვის | Setanta Sports
2023 ნოე 02, 20:47 შშ
2 წუთის საკითხავი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტია. 2022-23 წლების სეზონში ნაპოლის ქართველი შემტევი ამ ჯილდოზე პირველადაა წარდგენილი.

როგორ მივცე ხმა ხვიჩა კვარაცხელიას

გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ლინკზე შეუძლია.

ლინკზე გადასვლის შემდეგ, უნდა დააწვეთ Vote Now-ს ღილაკს. შემდეგ კი, სერია A-ს შემოთავაზებულ ჩამონათვალში კვარა აირჩიოთ.

შემდეგ დაადასტუროთ, რომ პროცესი ავტომატურად არ იმართება. ამისთვის საჭიროა მონიშნოთ ბოლოს გამოსული I am not Robot ველი.

თქვენი ხმა მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება საერთო ჩათვლაში.

ასევე, გულშემატკივარს შეუძლია მხედველობაში ჰქონდეს, რომ სხვადასხვა ბრაუზერით, ან ე.წ. Incognito Mode-ით დამატებით ხმის მიცემა შეუძლია.

საბოლოო შედეგები მხოლოდ გულშემატკივრების ხმის მიცემის საფუძველზე შედგება.

სერია A ოქტომბრის თვის საუკეთესო

კვარასთან ერთად ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვიან:

ფეხბურთელიგუნდი, ნაკრები
ხვიჩა კვარაცხელიანაპოლი, საქართველო
ლაუტარო მარტინესიინტერი, არგენტინა
კრისტიან პულიშიჩიმილანი, აშშ
გლეისონ ბრემერიიუვენტუსი, ბრაზილია
რიკარდო ორსოლინიბოლონია, იტალია
მათიას სოულეფროზინონე, არგენტინა

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს გასულ სეზონში თვის საუკეთესო ფეხბურთელად სამჯერ დაასახელეს.

კვარამ საპატიო რეგალია 2022-23 წლების სეზონში, აგვისტოში, თებერვალსა და მარტში დაისაკუთრა.

მიმდინარე სეზონში აგვისტოსა და სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ერთობლივი შედეგებით შეადგინეს, რადგან გასული სეზონისგან განსხვავებით, ეს ჩემპიონატი მოგვიანებით დაიწყო.

სექტემბრის გამარჯვებული მილანის რაფა ლეაუ გახდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ახლახანს ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მე-17 ადგილზე გავიდა.

სალერნიტანა vs ნაპოლი პირდაპირი რეპორტაჟი

ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი სერია A-ს მომდევნო ტურში სალერნიტანას ესტუმრებიან.

სალერნიტანა vs ნაპოლი – მატჩის ლაივს მაყურებელი setantasports.com-ზე ნახავს.

მატჩი 4 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათიდან დაიწყება.