ნიკოლა იოკიჩის სამმაგი დუბლი – დენვერმა უორიორზი დაამარცხა

სულ რაღაც ორი თვე დარჩა პლეიოფებამდე. ეს დრო სწრაფად გავა, თამაშებიც უფრო საინტერესო და სანახაობრივი გახდება, როგორც მინიმუმ დასავლეთ კონფერენციაში მაინც.

ჰოდა, მოდი, ჩვენც დასავლეთ კონფერენციაზე გავაკეთოთ აქცენტი.

გოლდენ სტეიტი vs დენვერ ნაგეთსი

გოლდენ სტეიტისთვის კარგი ამბავი ის არის რომ კლეი ტომპსონმა გაიღვიძა, როგორც იქნა, კარგი შეხვედრა ჩაატარა, ან, კარგი პირველი ნახევარი, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. საერთოდ, რაც არ უნდა კარგად ითამაშონ კლეიმ და გრინმა, მაინც წარსულში დარჩენილი ლეგენდების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რასაც ვერ ვიტყვით სტეფ კარიზე.

აი, იოკიჩი და ჯამალ მარი ეს უკვე აწმყოა და შესაძლოა მომავალიც.

დენვერმა 119:103 მოიგო.

ნიკოლა იოკიჩმა მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა და სამმაგსაც ხომ გააჩნია?! ეს კაცი რასაც აკეთებს საერთოდ რთულია ახსნა მოუძებნო, არა იმიტომ, რომ წარმოუდგენელ ქულებს იწერს, შთამბეჭდავია ეს ქულები, მაგრამ წარმოსადგენი, აი, როგორ აკეთებს ამ ყველაფერს, ეს უკვე რთული გასააზრებელია.

ისე მშვიდად მოქმედებს, გეგონება ასაკით უმცროს მოთამაშეებთან შეაგდეს და ესეც ძალების დაზოგვით რასაც უნდა იმას აკეთებს. სამიანსაც ისე ისვრის წესით არ უნდა ჩავარდეს, მაგრამ ვარდება.

ძალიან დიდი კაცია ნიკოლა იოკიჩი! ის უიშვიათესი შემთხვევაა, რომელზეც იტყვი რომ NBA-ის ნებისმიერ ეპოქაში შეძლებდა თავის დამკვიდრებას.

  • ჯოკერის ანგარიშზე 37 წითში 32 ქულა, 16 მოხსნა და 16 ასისტია! ასევე 4 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/24.
  • ჯამალ მარის ანგარიშზე 27 ქულაა, 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო;
  • კლეი ტომპსონმა 23 ქულა ჩააგდო, 13-დან 5 სამქულიანი გამოიყენა. კლეის პირველ მეოთხედში უკვე 16 ქულა ჰქონდა.
  • სტეფ კარის ანგარიშზე 20 ქულაა და ბოლო მატჩებს თუ მივიღებთ მხედველობაში მისი სტატისტიკა ფსკერამდე დაეცა – 10-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო.

დენვერ ნაგეთსი (39/19) დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. გოლდენ სტეიტი (29/27) მეათე ადგილს იკავებს.

ფინიქს სანსი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი

სანახაობრივი თამაში გამოვიდა, ფინიქსმა დამაჯერებლად დაამარცხა ლოს ანჯელეს ლეიკერსი. აქვს ამ გუნდს პოტენციალი, კიდევ უფრო მეტის შესაძლებლობა, როგორც ბოლ ბოლი ტოვებს ყოველთვის ასე შთაბეჭდილებას რომ გაცილებით მეტი შეუძლია, ასეა მთლიანად ფინიქსიც.

  • კევინ დურანტის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა, 7 ასისტი და 2 ბლოკი ჰქონდა. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
  • დევინ ბუკერმა 21 ქულა და 9 ასისტი დააგროვა.
  • ორმაგი დუბლი შეასრულეს ნურიკიჩმა (18 ქ, 22 მ,) და ონილმა (20 ქ, 10 მ.)
  • ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 28 ქულა, 12 ასისტი;
  • ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმაც – 22 ქულა, 14 მოხსნა.

ფინიქს სანსი (34/24) მეექსვე ადგილზეა, ლოს ანჯელეს ლეიკერსი (31/28) კი მეცხრე ადგილს იკავებს.

რეგულარული სეზონი

  • ინდიანა პეისერსი vs დალას მავერიქსი -133:111
    ლუკა დონჩიჩისა და მაილს ტერნერის ანგარიშზე 33 ქულაა;
  • ვაშინგტონ ვიზარდსი vs კლივლენდ კავალიერსი -105:114
    ჯორდან პულის ანგარიშზე 31 ქულაა;
  • ატლანტა ჰოუკსი vs ორლანდო მეჯიქი – 109:92
    ბითაძის ანგარიშზე 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი და 3 ბლოკია;
  • ჰიუსტონ როკეტსი vs ოკლაჰომა სიტი თანდერი -110:123
    გილჯეს-ალექსანდერმა 36 ქულა ჩააგდო;
  • ნიუ ორლეან პელიკანსი vs ჩიკაგო ბულზი -106:114
    დეროზანის ანგარიშზე 24 ქულაა;
  • იუტა ჯაზი vs სან ანტონიო სპურსი -128:109
    მამუკელაშვილმა 14 წუთი ითამაშა – 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი, 2 ჩაჭრა.
    ვემბანიამას ანგარიშზე 22 ქულა და 10 მოხსნაა;
  • პორტლენდ ბლეიზერსი vs შარლოტ ჰორნეტსი – 80:93
    დეანდრე აიტონის ანგარიშზე 26 ქულა და 19 მოხსნაა;
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი vs საკრამენტო კინგსი -107:123
    დე’არონ ფოქსის ანგარიშზე 33 ქულაა;
ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე