სარჩევი
2024 თებ 23, 13:18 შშ
4 წუთის საკითხავი

სამარცხვინო All Star-ის შემდეგ რეგულარული სეზონი განახლდა. საკრამენტო კინგსი სან ანტონიო სპურსს შეხვდა და 127:122 დაამარცხა, სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია. ორლანდო მეჯიქმა კი კლივლენდ კავალიერსი დაამარცხა 116:109, თუმცა, არც გოგა ბითაძეს უთამაშია.

სან ანტონიოს ჰქონდა შანსი მატჩი როგორც მინიმუმ ოვერტაიმში გადაეყვანა, მაგრამ ვიქტორმა ძალიან რთული პოზიციიდან გადაწყვიტა სროლა, სულ რაღაც ერთი წუთით ადრე თამაშის დასრულებამდე. ბურთი არ ჩავარდა, შემდეგ კი დე’არონ ფოქსმა თქვა გადამწყვეტი სიტყვა.

  • ფოქსის ანგარიშზე 28 ქულა, 5 მოხსნა, 9 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდეს. FG – 12/18.
  • საბონისმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 11 ასისტი, 11 მოხსნა. FG – 11/15.
  • ვემბანიამას ანგარიშზე 19 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი, 5 ჩაჭრა და 5 ბლოკია. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/21.
  • დევინ ვასელმა კი 31 ქულა და 7 ასისტი მიითვალა. 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/18.

საკრამენტო კინგსი (32-23) დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა, სან ანტონიო სპურსი (11-45) კი სტაბილურად ბოლო ადგილზეა.

დალას მავერიქსი vs ფინიქს სანსი

დალასმა ფინიქსი ათი ქულით – 123:113 დაამარცხა. აქით ლუკა და კაირი, იქით დურანტი და ბუკერი. ხარისხი მაღალი იყო, კლასი თავისთავად, აგრესია კი დალასს მეტი ჰქონდა. შეხვედრის ყველაზე სახალისო მომენტი ლუკას ტექნიკური ჯარიმა იყო, მსაჯს ბურთი დაუბრუნა, თუმცა, ზედმეტად ძლიერად მოუვიდა და რომ არა სწრაფი რეაქცია თავსაც წააგლეჯდა.

მერე თავი იმართლა ვერ მოვზომეო, მაგრამ მაინც მიიღო ტექნიკური.

  • ლუკას ანგარიშზე 41 ქულა, 9 მოხსნა, 11 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/27.
  • კაირი ირვინგის ანგარიშზე 29 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/18.
  • კევინ დურანტის ანგარიშზე 23 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/22.
  • ბუკერის ანგარიშზე 35 ქულა, 5 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/21.

კაირი ირვინგი მშვენიერ ფორმაშია, ჯანმრთელი და დასვენებული. უფრო მეტად ადაპტირებული გუნდთან, ვიდრე წინა სეზონში. დალასი მაინც არ ჰგავს გუნდს, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მაგრამ პლეიოფში ნამდვილად არის ამ გუნდის ადგილი.

დალას მავერიქსი (33/23) დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. იმავე ბალანსით (33/23) ფინიქს სანსი მომდევნო, მეშვიდე პოზიციას იკავებს.

გოლდენ სტეიტ უორიორზი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი

გოლდენ სტეიტმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი 128:110 დაამარცხა. ლეიკერსი ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩა, პარკეტზე იყო ენტონი დევისი, თუმცა, მარტო ვერაფერს გახდა. მიმდინარე სეზონში დიდი იმედგაცრუებაა კლეი ტომპსონი, სამაგიეროდ, მაგარ ფორმაშია სტეფ კარი, რომელიც მომდევნო პლეი-ოფისკენ მიუძღვება გოლდენ სტეიტ უორიორზს.

  • სტეფის ანგარიშზე 32 წუთში 32 ქულაა, 1 მოხსნა, 8 ასისტი და 3 ჩაჭრა. 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/24.
  • ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმა – 27 ქულა, 15 მოხსნა, 1 ასისტი და 3 ბლოკი. FG – 11/19.

დასავლეთ კონფერენციაში გოლდენ სტეიტი (28/26) მეათე ადგილზეა, ხოლო ლოს ანჯელეს ლეიკერსი (30/27) მეცხრე პოზიციაზეა.

რეგულარული სეზონი

  • ინდიანა პეისერსი vs დეტროიტ პისტონსი – 129:115
    ჰალიბარტონის ანგარიშზე 25 ქულა და 13 მოხსნაა;
  • ფილადელფია სიქსერსი vs ნიუ-იორკ ნიქსი – 96:110
    ტაირის მაქსის ანგარიშზე 35 ქულაა;
  • ტორონტო რეპტორსი vs ბრუკლინ ნეტსი -121:93
  • ჩიკაგო ბულზი – ბოსტონ სელტიკსი -112:129
  • ნიუ ორლეან პელიკანსი vs ჰიუსტონ როკეტსი -127:105
    ზაიონის ანგარიშზე 27 ქულა და 9 ასისტია;
  • ოკლაჰომა სიტი თანდერი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი – 129:107
    გილჯეს-ალექსანდერმა 31 ქულა ჩააგდო;
  • დენვერი ნაგეთსი vs ვაშინგტონ ვიზარდსი -130:110
    იოკიჩის ანგარიშზე 21 ქულა, 19 მოხსნა და 15 ასისტია!
  • იუტა ჯაზი vs შარლოტ ჰორნეტსი – 107:115