სარჩევი
იუვენტუსს 10 ქულა დააკლეს | Setanta Sports
2023 მაი 22, 23:11 შშ
2 წუთის საკითხავი

იუვენტუსს 10 ქულა დააკლეს. შესაბამისად, სატურნირო ცხრილში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გავარდა. ამჟამად, ბებერი ქალბატონი მე-7 ადგილზეა.

გადაწყვეტილება FIGC-ს ეკუთვნის. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ტურინული გუნდისთვის სასჯელის აღდგენა მოითხოვა. საარბიტრაჟო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. კოლეგიის გადაწყვეტილებით იუვენტუსს, რომელსაც ამ დრომდე 69 ქულა ჰქონდა 10 დააკლეს.

ამას გარდა, სანქციები გაუუქმდათ:

  • პაველ ნედვედს,
  • პაოლო გარიმბერტის,
  • ასია გრაციოლი ვენიერს,
  • კეტლინ მერი ჰიუზს,
  • დანიელა მარილუნგოს,
  • ფრანჩეკო რონალიოს,
  • ენრიკო ველანოს

რატომ დააკლეს იუვენტუსს ქულები

წინა ჯერზე იუვენტუსს 15 ქულა დააკლეს. თუმცა მოგვიანებით კლუბმა ვერდიქტი გაასაჩივრა 15 ქულა დაუბრუნდა. სასამართლომ წინა ჯერზე სამხილები არასკმარისად მიიჩნია.

საქმე ოლიმპიური კომიტეტის პროკურორმა გადაიბარა. ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა იუვენტუსის წინააღმდეგ წარმოებული ახალი საქმე ამ სეზონის დამთავრების შემდეგ დასრულებულიყო, შესაბამისად, სასჯელიც მომდევნო სეზონზე გავრცელდებოდა, თუმცა ვერდიქტი 2022/23 წლების სეზონსვე შეეხება.

გამოძიება იუვენტუსს აქტივებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გაყალბებას ედავება.

რას აცხადებს საპასუხოდ იუვენტუსი

იუვენტუსი უფლებას იტოვებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება. ამას ბებერი ქალბატონი იტალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აპირებს.

ტურინში აცხადებენ, რომ გუნდი შეშფოთებულია, სასჯელის პროპორციულობით, მაშინ როდესაც რიგ საკითხებში წესები მკაფიოდ არ არის გაწერილი. იუვენტუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბს გამოძიების დროს თანამშრომლობაზე უარი არცერთ ნაწილში უთქვამს.

ეს ყველაფერი კიდევ არ არის. იუვენტუსის საქმეზე ფეხბურთელებისანაზღაურებისა და გადასახადების ნაწილში მეორე მოსმენა 15 ივნისაა ჩანიშნული.

სად ვუყურო ემპოლი – იუვენტუსის პირდაპირ რეპორტაჟს

სერია A-ს 36 ტურში იუვენტუსი სტუმრად ემპოლის ეთამაშება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ხილვა Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე 22:45-დან არის შესაძლებელი.

პრომოკოდი და მაისის შეთავაზება setantasports.com-ზე

სასიამოვნო სიახლე გვაქვს setantasports.com-ის მკითხველებისთვის. შეიძინეთ, ჩვენი პლათფორმის ერთთვიანი გამოწერა და მიიღეთ უფასოდ დამატებით 2 თვე.

1+2 შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა, რეგისტრაციისას გამოიყენოთ პრომოკოდი May23. ასეთ შემთხვევაში setantasports.com-ის სერვისით სარგებლობას 1 თვის ფასად 3 თვის განმავლობაში შეძლებთ.