სარჩევი
ინტერი vs მანჩესტერ სიტი - ჩემპიონთა ლიგის ფინალში | Setanta Sports
2023 მაი 18, 01:01 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

ინტერი vs მანჩესტერ სიტი – ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი მანჩესტერ სიტია. პეპ გვარდიოლას გუნდმა მადრიდის რეალს ეტიჰადზე შანსის მიუცემლად მოუგო და ფინალში ინტერს შეხვდება.

მანჩესტერ სიტი 4:0 მადრიდის რეალი

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მე-15 ტიტულს 2022/23 სეზონში ვეღარ მოიგებს. მიზეზი მანჩესტერ სიტი და მისი ყოვლისმომცველი ფეხბურთია.

პეპ გვარდიოლას გუნდმა სამეფო კლუბს პირველ 15 წუთში მხოლოდ 13 პასი გააკეთებინა. პირველად კარისკენ 35-ე წუთზე დაარტყმევინა და ა.შ.

რეალს შეტევაში თამაში მეორე ტაიმის დასაწყისამდე არ ჰქონია. თუმცა ამ დროს ანგარიში უკვე 2:0 იყო მანჩესტერ სიტის სასარგებლოდ.

ბერნარდუ სილვას დუბლი მადრიდის რეალთან

ცალკე საუბრის თემაა ბერნარდუ სილვა. პორტუგალიელმა მიუნხენის ბაიერნთან და მადრიდის რეალთან საკვანძო როლი ითამაშა.

ბერნარდუ სილვა გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც 1/2-ფინალში რეალს ტაიმში ორი გოლი გაუტანა. აქამდე ეს გერდ მიულერს (ბაიერნი 1976), მანფრედ კალცსა (ჰამბურგი 1980) და ჰორს ჰრუბეშს (ჰამბურგი 1980) გაეკეთებინათ.

მესამე გოლი ედერ მილიტაომ საკუთარ კარში გაიტანა. კევინ დე ბრუინის ჩაწოდების შემდეგ ბურთს მცირედით მიმართულება მანუელ აკანჯიმ შეუცვალა, ის კი ბრაზილიელს მოხვდა.

მატჩის საბოლოო ანგარიში ხულიან ალვარესმა დააფიქსირა. მსოფლიოს არგენტინელმა ჩემპიონმა ფილ ფოდენის დიდებული პასი გოლად აქცია.

ინტერი vs მანჩესტერ სიტი – 10 ივნისს სტამბოლში

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერი და მანჩესტერ სიტი ითამაშებენ. წყვილი ერთმანეთს მესამედ შეხვდება.

მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ ითამაშებს. პირველ შემთხვევაში გვარდიოლას გუნდი ტომას ტუხელის ჩელსისთან დამარცხდა.

რაც შეეხება ინტერს, ის ლიგის ფინალში მეექვსედ ითამაშებს. ნერაძურის ანგარიშზე მოგებული 3 ფინალია. ჩემპიონთა თასსა და ლიგაზე რეალის, ბენფიკასა და ბაიერნის დამარცხების ფონზე, იტალიურმა გრანდმა ორი ფინალი სელტიკსა და აიაქსთან წააგო.

არსებობს ალბათობა, რომ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქი შეიცვალოს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და ის კვლავ სტამბოლია.

ფინალი 10 ივნისს, ათათურქი სახელობის სტადიონზე გაიმართება და მისი ხილვას პირდაპირ ეთერში Setanta Sports-ისა და setantasports.com-ის მაყურებელი შეძლებს.

პრომოკოდი და მაისის შეთავაზება setantasports.com-ზე

სასიამოვნო სიახლე გვაქვს setantasports.com-ის მკითხველებისთვის. შეიძინეთ, ჩვენი პლათფორმის ერთთვიანი გამოწერა და მიიღეთ უფასოდ დამატებით 2 თვე.

1+2 შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა, რეგისტრაციისას გამოიყენოთ პრომოკოდი May23. ასეთ შემთხვევაში setantasports.com-ის სერვისით სარგებლობას 1 თვის ფასად 3 თვის განმავლობაში შეძლებთ.