გიორგი მიქაუტაძე აიაქსში ითამაშებს

გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის აიაქსში ითამაშებს | Setanta Sports

გიორგი მიქაუტაძე კარიერას აიაქსში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ამსტერდამში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

მიქაუტაძე მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც აიაქსის მაისურით ითამაშებს. მთლიანად ერედივიზიის ისტორიაში კი ჟორჟი მე-9 ქართველი გახდება.

დაკავშირებული სტატიები:

გიორგი მიქაუტაძე აიაქსში – ტრანსფერის დეტალები

გიორგი მიქაუტაძე აიაქსთან ხელს 5-წლიან კონტრაქტს აწერს. ნიდერლანდური გრანდი ფრანგულ მეცს 17 მილიონ ევროს გადაუხდის. შეთანხმება, ბონუსების სახით, დამატებით 3 მილიონ ევროსაც მოიცავს.

ამ ეტაპზე, ახალ კლუბში, მიქაუტაძის ანაზღაურება უცნობია. ასევე უცნობია, თუ რა ნომრით ითამაშებს ქართველი ფორვარდი.

ჟორჟი, რომელიც მეცთან ერთად ლიგა 1-ში წინა სეზონში აღზევდა, ამ სეზონში, ნიდერლანდებში საფრანგეთიდან, ორ ტურში 2 გოლით და 1 საგოლე გადაცემით მიდის.

ქართველები აიაქსში

სხვადასხვა დროს, აიაქსში შოთა არველაძესა და გიორგი ქინქლაძეს უთამაშიათ. სამწუხაროდ, მათი მიღწევები ჰოლანდიურ გუნდში რადიკალურად განსხვავდება. თუკი, არველაძეს ამსტერდამში კარიერის გამორჩეული პერიოდი ჰქონდა, ქინქლაძეზე იმავეს ვერ ვიტყვით.

ქინქლაძის შემთხვევაში, მიზეზი არაერთია – არასათანადო პოზიციიდან დაწყებული, დისციპლინური გადაცდომებით დამთავრებული.

შოთა არველაძე აიაქსში

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი აიაქსში 1997-2001 წლებში თამაშობდა. შოთა ამსტერდამულ გუნდში ტრაბზონსპორიდან გადავიდა.

შოთა არველაძემ აიაქსის მაისურით 125 მატჩში 72 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საინტერესოა, რომ ამსტერდამ არენაზე, მოგვიანებით, იმავე კრუიფ არენაზე შოთა არველაძეს 51 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით ქართველი საუკეთესო იყო, სანამ ლუის სუარესი, დუშან ტადიჩი და კლას იან ჰუნტელაარი მის მაჩვენებელს გააუმჯობესებდნენ.

გიორგი ქინქლაძე აიაქსში

ქინქიმ აიაქსში სულ 16 მატჩი ჩაატარა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიდან აიაქსმა 5 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ შეიძინა.

მას ამსტერდამში იარი ლიტმანენი უნდა შეეცვალა. თუმცა ფინელი ფეხბურთელი ბარსელონამ აღარ წაიყვანა. შესაბამისად ქინქლაძე მისთვის უჩვეულო, მარცხენა ფლანგზე აღმოჩნდა, იქ კი ბევრი არაფერი გამოვიდა.

მორტენ ოლსენის ნაცვლად იმ სეზონში აიაქსში იან ვოუტერსი მოვიდა. ქინქლაძეს კი მთავარ მწვრთნელზე მოგვიანებით, ასეთ რამ აქვს ნათქვამი:

“შემეძლო ვყოფილიყავი მარადონა, თუმცა მან ფორმაცია არ შეცვალა, ჩემს მოსარგებად.”

გიორგი ქინქლაძე

საბოლოოდ ქინქლაძემ 16 მატჩში ერთადერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გრააფსხაპთან ქართველმა იარი ლიტმანენს გაატანინა.

ქართველები ერედივიზიონში

ერედივიზიონში სულ 8 ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ჟორჟი კი მე-9 იქნება. არველაძიდან მიქაუტაძემდე – დღეს სწორედ ასე შეგვიძლია ვუწოდოთ ქართველი ფეხბურთელების ჰოლანდიურ თავგადასავალს.

  • შოთა არველაძე
  • აჩი არველაძე
  • გოგა გახოკიძე
  • გიორგი დემეტრაძე
  • გურამ კაშია
  • გიორგი ჭანტურია
  • ვაკო ყაზაიშვილი
  • გიორგი აბურჯანია

როდის იქნება გიორგი მიქაუტაძის დებიუტი აიაქსში

აიაქსი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ხუთშაბათს, ლუდოგორეცთან, შინ ითამაშებს. UEFA-ს წესებით, განაცხადის შევსების წესებისა და დროის გამო, ჟორჟი ბულგარულ გუნდთან ვერ იქნება.

შესაბამისად, მიქაუტაძე, აიაქსის განაცხადში პირველად ერედივიზიონში, სტუმრად, სიტარდთან გასამართ შეხვედრაში უნდა მოხვდეს.

როგორ ვუყურო აიაქსის მატჩებს

ერედივიზიონის მატჩების ნახვა პლატფორმა setantasports.com-ზე, ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი.

სიტარდი აიაქსი 3 სექტემბერს, 16:30 წუთიდან დაიწყება.

შეთავაზება setantasports.com-ზე პრომოკოდი PASS30

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებისთვის საუკეთესო დროა. OTT პლატფორმაზე რეგისტრაციისას, ან გამოწერის პაკეტის განახლებისას ფასდაკლების მისაღებად საჭიროა გამოიყენოთ პრომოკოდი PASS30.

ამ შემთხვევაში მსოფლიო სპორტის უმაღლესი დონის კონტენტზე წვდომას მაყურებელი 129 ლარის ნაცვლად 90 ლარად შეძლებს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე