სარჩევი
2022 დეკ 08, 17:37 შშ
0 წუთის საკითხავი

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ ჰანზი ფლიკი ნაკრებში მუშაობას გააგრძელბს. მისი გათავისუფლების შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა, თუმცა, გერმანელები ასე ნაჩქარევად არასდროს იღებენ გადაწყვეტილებებს.

ეს ფლიკის მხოლოდ პირველი ნაბიჯები იყო, რომელიც წარუმატებელი გამოდგა. მომდევნო ნაბიჯები კი ევრო 2024-ისთვის მზადება იქნება, რომელიც გერმანიაში ჩატარდება. გერმანელებს ყველაზე უკეთ ესმით რომ ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბებას დრო სჭირდება.

როგორც მინიმუმ, ამ ჩემპიონატზე ახალი ბირთვი გამოდგა, რომელსაც მომავალი ფორმაციის გერმანიის ნაკრები დაეყრდნობა.