სარჩევი
არსენ ვენგერი გერმანიას აკრიტიკებს | Setanta Sports
2022 დეკ 05, 07:24 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

არსენ ვენგერმა ის ნაკრებები გააკრიტიკა, რომელთაც კატარში პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს.

FIFA-ს ტექნიკური სწავლების ჯგუფის შეხვედრაზე არსენ ვენგერმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მათ შორის ვეტერანმა ფრანგმა მწვრთნელმა ფავორიტი ნაკრებების წარუმატებლობის მიზეზი განმარტა.

“როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიხარ, იცი, რომ პირველი თამაშის წაგების უფლება არ გაქვს. გუნდები, რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება, მაგალითად საფრანგეთს, ინგლისს, ბრაზილიას, მათ კარგად ითამაშეს პირველ მატჩში – გუნდები, რომლებიც მზად იყვნენ მენტალურად და, როგორც იურგენ კლინსმანმა თქვა, მათი გონება ფოკუსირებული იყო ჩემპიონატზე და არა პოლიტიკურ დემონსტრაციებზე”.

არსენ ვენგერი

ვენგერისეული აზრით, გერმანია მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირებული არ იყო. არსენალის ლეგენდარული ექს მწვრთნელის არგუმენტი ცხადია, ბუნდესმადშაფტის საპროტესტო ფორმაა. გერმანელებმა იაპონიასთან მატჩამდე გუნდურ ფოტოზე პირზე ხელი აიფარეს.

გერმანიის ნაკრები იაპონიასთან მატჩამდე აპროტესტებს FIFA-ს გადაწყვეტილებას ანტი-დისკრიმინაციულ სამკლაურზე | Setanta Sports
გერმანიის ნაკრების პროტესტი კატარში FIFA-ს წინააღმდეგ

ამ ფორმით ჰანზი ფლიკის გუნდმა FIFA-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც გუნდებს OneLove სამკლაურის ტარება აეკრძალათ. ამ ჟესტით კი 10-მდე ნაკრების კაპიტანს სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერა და კატარის პოლიტიკის გაკრიტიკება სურდათ.

იაპონიასთან მატჩამდე სამსაჯო ბრიგადამ მანუელ ნოიერს კაპიტნის სამკალურიც კი შეუმოწმა, რათა მას ფარულად მაინც არ ჰქონოდა პრაიდის სიმბოლიკიანი სამკლაური. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციას (DFB) მატჩამდე ნაკრებისთვის თხოვნით მიუმართავს, რომ არ ყოფილიყო ეს სამკლაური გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან ასოციაციას სანქციები დაეკისრებოდა.

საბოლოოდ ანტი-დისკრიმინაციული სამკლაური გერმანიის შსს მინისტრს ეკეთა. ნენსი ფეზერი, რომელიც VIP-ში ჯანი ინფანტინოსთან საკმაოდ ახლოს იჯდა, ცხადია, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

გერმანიის შსს მინისტრი ანტი-დისკრიმინაციული სამკლაურით კატარში | Setanta Sports
გერმანიის შსს მინისტრი ანტი-დისკრიმინაციული სამკლაურით კატარში

საბოლოოდ გერმანიამ E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ფლეიოფში კი იაპონია და ესპანეთი გავიდნენ.