სარჩევი
ფიფას მამხილებელი ფილმის პრემიერა Netflix-ზე შედგება | Setanta Sports
2022 ნოე 02, 16:00 შშ
1 წუთის საკითხავი

9 ნოემბერს Netflix-ზე დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება, სახელწოდებით – FIFA Uncovered. ფილმი ფიფას ირგვლივ განვითარებულ სკანდალურ გარიგებებს ეხება, იოზეფ ბლატერის მმართელობის პერიოდს მიმოიხილავს და მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების არჩევის შესახებ მოგვითხრობს. რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ პრემიერა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე შედგება, ეს კიდევ ერთი მაკომპრომიტებელი მასალა იქნება ფიფას მმართველებისა და კატარის წინააღმდეგ, მიუხედავად ბრალდებებისა, მიუხედავად მრავალი პროტესტისა, კატარი მაინც შეძლებს მუნდიალის მასპინძლობას.

„ნუთუ, ამ ხალხს ჯერ კიდევ ანაღვლებს ფეხბურთი?“  – გვესმის რიტორიკული კითხვა ფილმის თრეილერიდან.

აღსანიშნია, რომ აქამდე ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ამ თემას გერმანულმა Deutsche Welle-მ, სადაც ჟურნალისტი მარკ მედოუსი კატარის წინააღმდეგ ამბოხს საფეხბურთო სნობიზმს უწოდებს, მედოუსი აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ რუსეთმა და კატარმა, არამედ გერმანიამაც კი წესების დარღვევითა და სკანდალური გარიგების სანაცვლოდ მიიღო 2006 წელს მასპინძლობის უფლება, თუმცა, ამას სხვადახვა ფედერაციების მხრიდან პროსტესი არ მოჰყოლია.