ემილიანო მარტინესი და მისი პროვაკაციული ქცევა კვლავ განხილვის საგანია. ამჯერად მასზე ასტონ ვილას მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ისაუბრა.
ემერის პრემიერლიგის მატჩის წინ დაეკითხნენ მარტინესის შესახებ.
“ხანდახან ემოციების კონტროლი რთულია, მასთან მომავალ კვირას აუცილებლად ვისაუბრებ. ახლა ის ჩვენთან არ არის, პატივს ვცემ მის სივრცეს, როდესაც ჩვენთან დაბრუნდება და ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება, მერე ვილაპარაკებთ”.
ემილიანო მარტინესი ლივერპულთან მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. მას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმოს.
მარტინესის საქციელს საფეხბურთო ასოციაციებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ წერილობით მიმართა არგენტინის საფეხბურთო ასოციაციას. სავარაუდოდ მარტინესის დასჯაც მოითხოვეს.