რამდენადაც მოიხიბლა ნეიტრალური მაყურებელი ემილიანო მარტინესის თამაშით, იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დარჩა მისი ზეიმის შემდეგ. ჯერ იყო და, საუკეთესო მეკარისათვის განკუთვნილი ჯილდო საზარდულთან მიიდო და სპილოს ხორთუმივით იქნია, მერე კი გასახდელშიც მოაყოლა მორიგი პროვოკაციული აღნიშვნა.
არგენტინელები ზეიმობდნენ, მღეროდნენ ასეთი ტექსტით – “წუთიერი დუმილი”, შემდეგ კი ემილიანო მარტინესმა შესძახა, – “მბაპესთვის, რომელიც მკვდარია”, – შემდეგ ისევ სიცილი და ზეიმი გაგრძელდა.
"A minute of silence for … Mbappe!" 😅
— ESPN FC (@ESPNFC) December 18, 2022
Emiliano Martinez during Argentina's dressing room celebration.
(via nicolasotamendi30/Instagram) pic.twitter.com/dwm3IrUNWG
რბილად რომ ვთქვათ, უპატივცემულობა ჰქვია ამ ყველაფერს. უცნობია რა რეაქცია ჰქონდა ლიონელ მესის, რომელიც მბაპეს თანაკლუბელია.