სარჩევი
დანიელებს კატარში პრობლემები აქვთ | Setanta Sports
2022 ნოე 17, 12:17 შშ
1 წუთის საკითხავი

კატარის უმაღლესი კომიტეტი ბოდიშს იხდის დანიელი ჟურნალისტის შევიწროების გამო. დანიური TV2-ის ჟურნალისტს უსაფრთხოების თანამშრომლები მიუახლოვდნენ, თავდაპირველად ტერიტორიის გადაღება აუკრძალეს, შემდეგ კი კამერის განადგურებით დაემუქრნენ.

რასმუს ტანჰოლდტი პირდაპირ ეთერში საუბრობდა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც მას გოლფის ელექტომანქანით მიუახლოვდნენ უსაფრთხოების თანამშრომლები და გადაღება აუკრძალეს. სამქეს განსაკუთრებით ძაბავს ის ამბავი, რომ დანია კატარის მსოფლიო ჩემპიონატის წინააღმდეგი იყო და ღიად გამოხატავდნენ პროტესტს ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით.

დანიელი ჟურნალისტი ინგლისურად საუბარზე გადავიდა, რათა გაერკვია რა მიზეზით უკრძალავდნენ მას გადაღებას, – „თქვენ მთელ მსოფლიო ეპატიჟებით, მე კი გადაღების უფლება არ მაქვს?“ – უსვამს კითხვას უსაფრთხოების თანამშრომლებს რასმუს ტანჰოლდტი, თუმცა მუქარა არ წყდება, კადრები ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში.