სარჩევი
2023 მარ 14, 17:01 შშ
1 წუთის საკითხავი

ლაიფციგთან ყაიმის შემდეგ მანჩესტერ სიტიმ ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხივე გამარჯვებით დაასრულა. ასა, კარგი შედეგით შეხვდება პეპის გუნდი ლაიფციგს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში.

ლაიფციგმა ამ დროის მანძილზე სამი შეხვედრა გამართა, ორი მოიგო და ერთში დამარცხდა. ფავორიტი მანჩესტერ სიტია. არა მხოლოდ ამ შეხვედრის, არამედ, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი.

თუმცა, პეპისგან მოულოდნელი სურპრიზები ჩემპიონთა ლიგაზე არავის გვიკვირს. ერთი ეგ არის, რომ ცოტა გვიან იწყებს ხოლმე ამ სურპრიზების შემოთავაზებას, – მეოთხედფინალში, ნახევარფინალში, თუნდაც ფინალში.

რა ითქვა მატჩის წინ

“არა მხოლოდ დე ბრუინისთვის, მთელი გუნდისთვის რთული სეზონია. მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვადასხვა ფაქტორების გამო. მინდა რომ ჰოლანდი და დე ბრუინი მეტად იყვნენ თამაშში ჩართულნი, მხოლოდ შდეგი არ მაინტერესებს, მხოლოდ გოლები არ მჭირდება, მათ უნდა გამოასწორონ ის ნიუანსები, რაც საერთო სურათს ქმნის, როცა ამას შეძლებენ სხვა ყველაფერი მარტივად დალაგდება“.

ლაიფციგს 6:3 დიდი ხნის წინ მოვუგეთ. მას მერე დრო გავიდა, ახლა სულ სხვა გუნდთან გვაქვს საქმე და ჩვენც სხვა გუნდი ვართ. ასე რომ იმ თამაშს არანაირი გავლენა არ ექნება“, – თქვა პეპ გვარდიოლამ.

პენალტებზე არ გვივარჯიშია, მხოლოდ აღდგენითი ვარჯიში გვქონდა, წინა მატჩიდან მხოლოდ ორი დღეა გასული, თუმცა, დრო რომ გვქონოდა პენალტებისათვის მომზადება მაინც არ გვქონდა გეგმაში“.

მარტის სიგიჟე და პრომოკოდი

setantasports.com-ზე მარტის სიგიჟე დაიწყო. პრომოკოდის MAD2023-ის გამოყენების შემთხვევაში, 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ წვდომას.