სარჩევი
2023 მაი 24, 14:34 შშ
2 წუთის საკითხავი

ბოსტონი ლეიკერსისგან განსხვავებით ნულზე არ დარჩა. მცირე ხნით გადაიდო მაიამის სუპერფინალი თუ რაიმე კიდევ შეიცვლება, ამას მალე ვიხილავთ. ბოსტონისგან მოულოდნელი არაფერი იქნება.

მაიამის უპირატესობა კვლავინდებურად ძალიან დიდია. თუმცა, ბოსტონს ლიგის საუკეთესო გუნდობაზე აქვს პრეტენზია, იქნებ რამე ისეთიც გვაჩვენონ, რაც აქამდე არ გვინახავს?!

ტეიტუმმა გაიღვიძა

ჯეისონ ტეიტუმმა სერიაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს კიდეც რომ უკვე გვიანია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჯეისონსა და ჯეილენს შესწევთ უნარი, როგორც მინიმუმ, დაძაბონ მაინც ვითარება.

თუმცა, ჯიმი ბატლერი სხვაგვარად ფიქრობს და სხვაგავარად განსჯის. ჯიმის მკვლელის ინსტიქტი აქვს, კლდის პირზე მყოფი ბოსტონის ყურებაში ალბათ ყველაზე მეტად ერთი ხელი მიტყმა და მათი უფსკრულში გადაჩეხვა სურს.

ამჯერად არ გამოვიდა. წინ Game 5 გვაქვს.

“Game 5 განსაკუთრებული იქნება, მგონია, რომ ბოსტონი მაიამის მოკლავს, ცუდად დაწყებულ სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს, ახლა კი სახლში ბრუნდებიან, ეს ვითარება ყველაფერს ცვლის“, – თქვა ჩარლზ ბარკლიმ მატჩის შეფასებისას.

ბარკლი Game 7-ის მოლოდინშია. სანახაობისთვის ალბათ ასეც აჯობებს. შაკილ ონილი კი შედარებით თავშეკავებული იყო, მას მიაჩნია, რომ მაიამი ბოსტონში სერიის დასასრულებლად მზად იქნება.

ერთი სიტყვით, ძალიან ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის.

ჯიმი ბატლერმა მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა. კარგი სტატისტიკაც გვაჩვენა. 29 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ბემ ადებაიომ მხარი ვერ აუბა, მხოლოდ 10 ქულასა და 5 მოხსნას დასჯერდა. ბემი დაკეტეს. როგორც იქნა, ბოსტონის დაცვამ ივარგა.

ჯეისონ ტეიტუმი საუკეთესო იყო ორივე გუნდის მხრიდან, 33 ქულა, 11 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი დააგროვა. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 17 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტია.

მომდევნო შეხვედრა 26 მაისს, თბილისის დროით 04:30 ზე გაიმართება.