სარჩევი
2024 მარ 19, 10:24 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

მთელი საკალათბურთო საზოგადოება ენტონი ედვარდსზე საუბრობს, ის აგრესია დააბრუნა პარკეტზე, რომელიც ასე ძალიან აკლია თანამედროვე NBA-ის.

მინესოტა ტიმბერვულვზი იუტა ჯაზს შეხვდა და 114:104 დაამარცხა, მიუხედავად ამისა, დასავლეთ კონფერენციის ზონაში მაინც მეორე ადგილზეა. წინ ოკლაჰომა გაიქცა და დენვერიც იქვეა მესამე საფეხურზე.

იუტა ჯაზი კი მეთორმეტე ადგილს იკავებს.

ენტონი გაფრინდა

მთელი შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში უკადრებელი იკადრა, აფრინდა ჰაერში მაიკლ ჯორდანივით და გადაატენა თავზე ჯოშ კოლინზს, ამას უკვე აღარაფერი ეშველევა, ეს უკვე ლოგოა, ეს უკვე მეხსიერების კუთვნილებაა და რამდენჯერაც კოლინზს შეხედავენ იმდენჯერ წამოაძახებენ თავზე, აი, ედვარდსი კიდევ ბევრჯერ იკადრებს ამ გადაფრენას და ვის მიაყენებს ამ უპატიებელ შეურაცხყოფას კაცმა არ იცის.

კოლინზს სახე ეტკინა – ედვარდსს ხელი. თუმცა, ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.

იუტას სასარგებლოდ უნდა ითქვას რომ ბოლო მეოთხედამდე შეუნარჩუნეს თამაშს ინტრიგა, ეგ იყო და ეგ, სხვას ეს გუნდი ვერაფერს გააწყობდა მინესოტასთან.

ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 32 ქულა, 7 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/23.

რეგულარული სეზონი

ინდიანა vs კლივლენდ კავალიერსი – 103:108
ლევერტის ანგარიშზე 23 ქულა და 11 ასისტია;

ბოსტონ სელტიკსი vs დეტროიტ პისტონსი – 119:94
დერიკ უაითის ანგარიშზე 22 ქულა, 10 მოხსნა და 10 ასისტია;

ფილადელფია vs მაიამი – 98:91
ტაირის მაქსის ანგარიშზე 30 ქულა და 10 ასისტია;

ჩიკაგო ბულზი vs პორტლენდ ბლეიზერსი – 110:107
დეანდრე ეიტონის ანგარიშზე 25 ქულა და 15 მოხსნაა;

გოლდენ სტეიტ უორიორზი vs ნიუ-იორკ ნიქსი – 112:119
ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 34 ქულაა;

საკრამნტო კინგსი vs მემფის გრიზლი – 121:111 (ოვერტაიმი)
საბონისის ანგარიშზე 25 ქულა და 18 მოხსნაა;

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs ატლანტა ჰოუკსი – 136:105
ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 25 ქულა და 10 ასისტია;