ამ მასშტაბის ქართული კომპანია ძალიან ცოტაა – დიმიტრი ბოკერია

დიმიტრი ბოკერია BMG-ის გადაცემაში | Setanta Sports

“მარტო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კი არა, ამ მასშტაბის ქართული კომპანია, რომელიც ამხელა ტერიტორიას და მოსახლეობას ფარავს, ცოტა გვაქვს. ნამდვილად საამაყოა, რომ ეგეთი ქართული კომპანია არსებობს”

ეს დიმიტრი ბოკერიას სიტყვებია. Setanta Sports-ის კომერციული განყოფილების რეგიონალური მენეჯერი BMG-ის, ბიზნეს მედია საქართველოს გადაცემა BMGDRIVE-ის სტუმარი იყო და კომპანიაში მიმდინარე პროცესებზე ვრცლად ისაუბრა.

15 ქვეყანა და 250 მილიონი ადამიანი – ეს ის სივრცეა, რომელსაც Setanta Sports ფარავს. გარდა, არსებული ქვეყნებისა, რომლის უმეტესი ნაწილიც მოქმედ და ყოფილ დსთ-ის სახელმწიფოების ზონას წარმოადგენს, კომპანიამ მცირე ხნის წინ ოპერირება ფილიპინებზეც დაიწყო.

დიმიტრი ბოკერია სტუმრად BMG-ის ეთერში | Setanta Sports

30-40 თეთრად საუკეთესო ხარისხის კონტენტი

საუბრის პირველი ნაწილი Setanta Sports-ის მიზნებს, ამ მიზნების შესრულების პროცესსა და კონკრეტულად OTT(over-the-top) პლათფორმას, setantasports.com-ს დაეთმო.

“OTT პლათფორმა არის [მაუწყებლობის] მომავალი. ის ჯერ კიდევ პროცესშია, თუმცა ყოველთვიურად ბევრად უფრო დიდი ზრდა აქვს. ჩვენ გვაქვს, როგორც სატელევიზიო არხები, ასევე გვაქვს პლათფორმა, რომელიც უფრო გასაგები რომ იყოს მაყურებლისთვის, არის სპორტული ნეთფლიქსი.

თავიდან უცხო იყო ეს მომხმარებლისთვის, რადგან გამოწერის(subscribe) გამოცდილება იმ ქვეყნებში, რომელსაც ვფარავთ, არ ჰქონია მომხმარებელს. ადრე მეკობრეული კონტენტი დიდი დოზით იყო სამწუხაროდ. თუმცა, ეხლა უკვე მომხმარებელი ხედავს, რომ არც თუ ისე მაღალი ფასით, რაც დღეში 30-40 თეთრი გამოდის, შეუძლია მიიღოს საუკეთესო ხარისხის კონტენტი და შეგიძლია უყურო, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, რაც ძალიან კომფორტულია.

ამ დროისთვის, 15 ქვეყანაში აქტიური გამომწერების რაოდენობა 1 100 000-ს აღწევს.”

დიმიტრი ბოკერია – Setanta Sports-ის რეგიონალური მენეჯერი

ხვიჩა კვარაცხელია – კვარა გახდა საყოველთაო

ხვიჩა კვარაცხელიას სპორტულ მიღწევებს, რომ დომინოს პრინციპით მთელი რიგი პოზიტიური ძვრები მოჰყვა, სპორტის ქართველ მოყვარულებს, ცხადია, არ გამოეპარებოდათ. შეუმჩნეველი არც მისი მარკეტინგული მხარეა. დიალოგის მომდევნო თემა სწორედ კვარას და მის ეფექტს შეეხო.

“ხვიჩას საკითხი საერთოდ ცალკე მიმართულება და ყველაზე მოთხოვნადი გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე დამკვეთების და რეკლამის განმთავსებლების მხრიდან. ყველასთვის პირველ რიგში საინტერესო არის ხვიჩასთან ასოცირება, ხვიჩას გარშემო თავის პროდუქტის გამოჩენა.

Serie A რომელიც საშუალო პოპულარობით სარგებლობდა ქართველ მომხმარებლებში, დღეს არის ნამდვილად ტოპ კონტენტი. ახლა მოლაპარაკების პროცესში ვართ რამდენიმე დიდ კომპანიასთან, რომელიც, შეიძლება ზუსტად აქ ჩაეშვას.

ჩვენი კონტენტი, ფეხბურთი, UFC, მაინც უფრო მეტად მამაკაცების სეგმენტზეა ორიენტირებული, შესაბამისად, დამკვეთებიც ისეთი გვყავს, რომლის სამიზნე აუდიტორიაც ეს სეგმენტია. თუმცა აი აქ შეიცვალა მდგომარეობა, ხვიჩა გახდა საყოველთაო!

ყველამ იცის, ყველა ელოდება. ხვიჩას პოსტებზე წარმოუდგენლად მაღალია აქტივობაა. ყველას სურს ჰქონდეს შესაძლებლობა უყუროს ხვიჩას მატჩებს, სადაც არ უნდა იყოს. ეს კი მხოლოდ Setanta Sports-ის აპლიკაციაშია შესაძლებელი.”

დიმიტრი ბოკერია – Setanta Sports-ის რეგიონალური მენეჯერი

Setanta Sports 15 ქვეყანაში ოპერირებს. ჩვენი მაუწყებლობა და კომუნიკაცია 250 მილიონ ადამიანთან 4 ენაზე მიმდინარეობს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე