სარჩევი
Setanta Sports-ი და Tribuna Sport Bar | Setanta Sports
2023 თებ 09, 13:22 შშ
2 წუთის საკითხავი

Setanta Sports-ი თბილისში ახლადგახსნილი ტრიბუნა სპორტ ბარის პარტნიორი გახდა.

Ska ჯგუფის მფლობელობაში არსებული ბარი სპორტის გულშემატკივარს ინოვაციურ სივრცეს სთავაზობს, სადაც ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებისა და მატჩის ხილვა პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

სპორტის ყურების ახლებური გამოცდილება

ტრიბუნამ სპორტული არხებისა და აპლიკაციის გამოყენების ლეგალური უფლება მიიღო, რითიც Setanta Sports-თან ერთად, სპორტის ყურების სრულიად ახლებურ გამოცდილებას დაამკვიდრებს.

საკვები ობიექტის სივრცეში მოწყობილია მონიტორები. გულშემატკივარს საშუალება აქვს, კონკრეტული სივრცე, კონკრეტული სპორტის სახეობის მიხედვით აირჩიოს.

აღსანიშნავია, რომ ათობით ტელევიზორით, სრულყოფილი გახსმოვანების სისტემითა და მრავალფუნქციური სივრცეებით, თბილისში ამ დრომდე, სპორტული ბარი არ არსებობდა.

ობიექტი დღის 12:00 საათიდან ღამის საათებამდე მუშაობს. ეს გულშემატკივარს სპორტული ტრანსლაციების ხილვის უწყვეტ შესაძლებლობას აძლევს. ბარში მოწყობილია ფეხბურთის, კალათბურთისა და რაგბის სივრცეები, შესაბამისად ყველა მომხმარებელი, საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩევს სასურველ ადგილს.

ტრიბუნა და Setanta Sports-ი – პარტნიორობის ინოვაციური ფორმა

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ ტიპის პარტნირობა პირველად შედგა და Setanta Sports-ი ტრიბუნა სპორტ ბარის დამატებით ორ ახალ ფილიალთანაც იმავე პრინციპით ითანამშრომლებს.

ჩვენი მიზანია სპორტის ღონისძიებების ტრანსლირების უფლებები ლეგალურად გავრცელდეს და ამასთანავე, პარტნიორებთან ერთად, გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელი და სწორი გამოცდილება დავამკვიდროთ.

სპორტის გულშემატკივარს, საქართველოში ინგლისის პრემიერ ლიგის, იტალიის სერია A-ს, გერმანიის ბუნდესლიგის, საფრანგეთის ლიგა 1-ის, საკალათბურთო NBA-სა და ევროლიგის, ფორმულა 1-ის, UFC-ისა და ჯამში 10 მდე სხვადასხვა სპორტის სახეობის გამორჩეული ღონისძიებების ხილვა ექსკლუზიურად Setanta Sports-ის სატელევიზიო არხებსა და setantasports.com-ის ონლაინპლატფორმაზე შეუძლია.