სარჩევი
ჯგუფიდან გასვლის შანსები - რა სჭირდება საქართველოს ნაკრებს | Setanta Sports

საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გასვლის შესაძლებლობას ინარჩუნებს. მოუგო პორტუგალიას მარტივი საქმე ცხადია, არ არის. თუმცა საქართველოს შანსები ფრეზეც არსებობს.

ამისთვის ერთბაშად რამდენიმე შედეგის თანხვედრაა საჭირო. 1-ელ და მე-2-ადგილოსნების გარდა ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც ხომ გადის. ჰოდა, ვნახოთ, რა შემთხვევაში ეყოფა ვილი სანიოლის გუნდს ფრე პორტუგალიასთან.

შესაბამისად, ჩვენც ის ვარიანტი განვიხილოთ, რომელშიც საქართველო 2 ქულას აგროვებს. თორემ 4 ქულის აღებით, ჯვაროსნები ფაქტობრივად პლეი ოფში იქნებიან.

რა სჭირდება საქართველოს ნაკრებს – A ჯგუფი

A ჯგუფში საქართველოს სამიზნე გერმანია შვეიცარია არ არიან. ჩვენი ყურადღება შოტლანდია vs უნგრეთისკენაა მიმართული. 4-ქულიანი შვეიცარია, თანაც ბურთების დადებითი ბალანსით არაფერში გვჭირდება.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შოტლანდია vs უნგრეთი ფრედ დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში შოტლანდიას ექნება 2 ქულა და ბურთების ცუდი ბალანსი. ასეთ შემთხვევაში კი საქართველო პორტუგალიასთან 1 ქულით უკვე აჯობებს A ჯგუფის მესამეადგილოსანს.

საქართველოს შანსები – B ჯგუფი

B ჯგუფში სასურველია, რომ ესპანეთმა და იტალიამ თავიანთი მატჩები მოიგონ. უფრო ზუსტად კი იტალიისა და ხორვატიის მატჩში საქართველოს ფრეც ჰყოფნის, რადგან ხორვატებს ბალანსი -3 ექნებათ, საქართველოს კი – -2.

აი ალბანეთის შემთხვევაში კი, საჭიროა ესპანეთმა უბრალოდ მოიგოს და ჯგუფი ქულათა აბსოლუტური მარაგით დაასრულოს.

EURO 2024 – C ჯგუფი

C ჯგუფში საქართველოს 2-ქულიანი აქტივის შანსიანობისთვის, სლოვენიის 2-ბურთიანი მარცხია საჭირო. ამის შანსი საკმაოდ დიდია, რადგან სლოვენია ინგლისს ეთამაშება, რომელმაც პირველ ორ შეხვედრაში უსახური ფეხბურთი ითამაშა და ახლა შედეგთან ერთად სანახაობაც სჭირდება.

ამავე ჯგუფში დანიამ სერბეთსაც უნდა მოუგოს. წინააღდეგ შემთხვევაში, სერბეთმა ფრედაც რომ ითამაშოს, საქართველოს ბურთების ბალანსით აჯობებს.

EURO 2024 – D და E ჯგუფები

D და E ჯგუფების განხილვას აზრი არ აქვს, რადგან იმ სცენარში, სადაც საქართველოს 2 ქულიან შანსებს ვთვლით, სამწუხაროდ, უშანსოდ ვართ.

D ჯგუფში ავსტრია მესამე ადგილზე უკვე 3 ქულით დგას.

E ჯგუფში საერთოდ სამივე გუნდს 3-3 ქულა აქვს და ცხადია, საქართველო მათთან კონკურენციაშიც უშანსოდაა.

საქართველოს ნაკრების შანსები

შესაბამისად, შანსია, თუნდაც ბოლო, მე-4 მესამე ადგილოსნობისთვის ბრძოლის. ამისთვის კი როგორც ვნახეთ საჭიროა:

  • შოტლანდია vs უნგრეთის ფრე
  • ალბანეთის მარცხი ესპანეთთან
  • ხორვატიის მინიმუმ ფრე, ან მარცხი იტალიასთან
  • სლოვენიის 2(*ისე რომ თავად ვერ გაიტანოს) ან მეტი ბურთით მარცხი ინგლისთან
  • სერბეთის მარცხი დანიასთან
  • ჩეხეთის თურქეთთან მარცხი.

აქედან თითქმის ყველა დამატებით მაჩვენებელში თანაბარი შედეგების დაფიქსირების ალბათობა სლოვენიასთანაა. თუკი აღმოსავლეთ ევროპელები ინგლისთან მხოლოდ 2 ბურთით დამარცხებიან და თავად გოლს ვერ გაიტანენ, მაშინ საქმეში მიღებული ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაც ჩაერთვება.

თუკი სლოვენიამ მინიმუმ 1 გოლი გაიატანა და 2 ბურთით დამარცხდა, ხოლო საქართველო პორტუგალია 0-0 დასრულდა, საქართველოსთან გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ უპირატესობა ექნება.

თუკი სლოვენია ინგლისთან 3 ბურთით დამარცხდება, მაშინ ეს კალკულაცია საჭირო აღარ გახდება.

დამატებითი მაჩვენებლები თანაბარი ქულების შემთხვევაში

  • მეტი ქულა
  • ბურთების უკეთესი ბალანსი
  • გატანილი გოლების რაოდენობა
  • მოგებების რაოდენობა
  • ნაკლები მიღებული ყვითელი/წითელი ბარათების ქულები
  • UEFA-ს რეიტინგი

შეგახსენებთ, ეს სცენარი იმ შემთხვევაშია საჭირო, თუკი საქართველო პორტუგალიასთან ფრედ ითამაშებს და 2 ქულას დააგროვებს. თუკი ჩამოთვლილი 6 მატჩიდან 2 არასასურველი შედეგით დასრულდა, საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან უკვე მხოლოდ გამარჯვება დასჭირდება.

საგულისხმოა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს უკვე ეცოდინებათ თუ რა სჭირდებათ ზუსტად და ეყოფათ თუ არა ქულა მესამეობისთვის. საქართველოსთვის გათვლილი სცენარი ხელს ჩეხეთსაც აძლევს, შესაბამისად, ივან ჰაშეკის გუნდმა თურქეთთან შეიძლება ქულაზეც ითამაშოს.

EURO 2024-ის სატურნირო მდგომარეობა ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

EURO 2024-ის მატჩების კალენდარი, განრიგი და შედეგები ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

სად ვუყურო საქართველოს ნაკრების მატჩებს

თუ თბილისში ხარ და გინდა შენს ემოციებს უფრო დიდი გასაქანი მისცე, მაშინ ფეხბურთი მუზეუმში შენთვისაა.

PUB 44 და Setanta Sports-ი ეთნოგრაფიულ მუზეუმში გეპატიჟებიან.