Setanta Sports-მა ფილიპინებზე NBA-ის ტრანსლირება დაიწყო

Setanta Sports-მა ფილიპინებზე NBA-ის ტრანსლირება დაიწყო | Setanta Sports

NBA-ისა და მის პოპულარობას ბევრი მტკიცება ან შეხსენება არ სჭირდება, თუმცა ცოდნა, რომ ფილიპინები აშშ-ის შემდეგ NBA-ის მოყვარულთა შორის საუკეთესოა, შეიძლება იმ თავითვე არ გქონდეს. ჰოდა, Setanta Sports-ი კალათბურთის საუკთესო ლიგას უკვე ფილიპინებზეც აჩვენებს.

setantasports.com-ზე ფილიპინელი მაყურებელი 120 გამორჩეულ მატჩს იხილავს.

ფილიპინებზე NBA-ის აღმერთებენ

110-მილიონიან ქვეყანაში კალათბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. NBA-ის მიმართ დამოკიდებულება კი შორეული აზიის ამ ქვეყანას აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში ნომერ მეორეს ხდის.

ფილიპინებზე NBA-ის პოტენციური ბაზარი 24 მილიონ ადამიანს მოიცავს.

“მოხარულნი ვართ, რომ NBA-ისთან ჩვენს თანამშრომლობას ფილიპინების ბაზრით ვაფართოვებთ, სადაც კალათბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა”, – ამბობს Setanta Sports-ის CEO გიორგი ფრუიძე.

“თანამშრომლობა დაშენებულია ჩვენს მრავალფეროვან პორტფელზე, რომელიც პრემიერ ლიგის გარდა ფილიპინებზე არაერთ საკალათბურთო ლიგას მოიცავს. ახლა კი NBA-ის საუკეთესო მატჩების ჩვენებით, Setanta Sports-ის პლატფორმა, გვსურს, რომ კიდევ უფრო სასურველი გავხადოთ.”

“ფილიპინელებს NBA-ის კონტენტის მიმართ განსაკუთრებული ვნება და დამოკიდებულება აქვთ. მოხარულები ვართ, Setanta Sports-თან თანამშრომლობით, რათა ფილიპინელ გულშემატკივრებს კიდევ უფრო მრავალფეროვან კონტენტს შევთავაზებთ”, – ამბობს კელი ქუქი, NBA Asia-ს საპარტნიორო კონტენტის ხელმძღვანელი.

Setanta Sports-ის კონტენტი ფილიპინებზე

Setanta Sports-ი რეგიონის ყველაზე დიდი მედიაა. setantasports.com-ის OTT პლატფორმით კი ევროპისა და აზიის 14 ქვეყანაში მილიონობით ოჯახსა და სპორტის გულშემატკივარს უმაღლესი ხარისხის კონტენტს ვთავაზობთ.

ფილიპინებზე Setanta Sports-ის კონტენტია:

ფეხბურთი: პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლა ლიგა 2, EFL ჩემპიონშიფი, EFL League 1 & 2, EFL Cup, EFL Trophy, SPFL შოტლანდიის პრემიერშიფი, ჩემპიონშიფი, ლიგის და ჩელენჯ თასები.

კალათბურთი: NBA, ჩინეთის, ესპანეთის, ავსტრალიის, გერმანიის, თურქეთისა და საფრანგეთის ლიგები.

ამას გარდა, Matchroom Darts, Pool, Snooker და Karate Combat.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე