სარჩევი
2023 მაი 28, 11:09 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

ვერ ვიტყვი, რომ ამას არავინ ელოდა, იყვნენ ქომაგები, რომელთაც სჯეროდათ ბოსტონის სასწაულის, განსაკუთრებით მათ გულშემატკივარს. ლიგის საუკეთესო გუნდს დაქამბექება შეეძლო და შეძლეს კიდეც, თუმცა, წინ Game 7 ია.

ფსიქოლოგიური უპირატესობა ბოსტონის მხარეზეა, მაიამიმ ისეთი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, ახლა რთული იქნება სრული კონცენტრირება მოახდინონ დარჩენილ შეხვედრაზე.

ამ დაქამბექებასაც ხომ გააჩნია?! დერიკ უაითმა ბოლო წამზე შეძლო ორქულიანის ჩაგდება, სანამ ვიდეომსაჯი არ ჩართეს საქმეში, მანამდე ვერც მიხვდნენ მოასწრო თუ ვერა სროლა, აღმოჩნდა, რომ მოასწრო, ბოსტონმა ერთი ქულით მოიგო და Game 7 გვაჩუქა.

104:103.

ტეიტუმი vs ბატლერი

სხვაგვარად არც გამოვიდოდა, ჯეისონს საუკეთესო შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოსტონს შანსი არ ექნებოდა. პირველი ნახევარი განსაკუთრებით მაღალ დონეზე ჩაატარა და ბოსტონმა 4 ქულით მოიგო.

ბოლო მეოთხედში სელტიკსი 9 ქულითაც კი გავიდა წინ, მაგრამ მაიამის ჰყავს ჯიმი ბატლერი, რომელსაც ასევე სძალუძს იმის გაკეთება, რასაც სელტიკსი აკეთებს, ბატლერს შეუძლია ყველაფრის შემობრუნება და თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სწორედ ამ საქმეს მიჰყო ხელი.

ჯიმიმ თამაში მოატრიალა, ორი წამით ადრე მასზე ჰორფორდი დაჯარიმდა, სამქულიანი არ ასროლინა და ჯიმიმ სამი ჯარიმა მიიღო, რა თქმა უნდა, სამივე ჩააგდო, ეს ხომ ჯიმი ბატლერია?!

ასე მიდიოდა საქმე დასასრულისკენ, ბატლერი მაიამის სუპერფინალში გაუძღვა, თუმცა..

ბოსტონმა აიღო ტაიმაუტი, ისროლეს სამიანი, გამოფრინდა დერიკ უაითი და – Game 7!

სტატისტიკა

ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 31 ქულა, 12 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 8-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო.

ორმაგი დუბლი შეასრულა ჯიმი ბატლერმაც – 24 ქულა, 11 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრა. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

Game 7 30 მაისს, თბილისის დროით 04:30 ზე დაიწყება.

შეხვედრის ყურებას Setantasports.com-ზე შეძლებთ.