სან ანტონიო წარსულს დაუბრუნდა

სან ანტონიო სპურსმა გოლდენ სტეიტ უორიორზს უმასპინძლა და 113:144 დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდს ამჟამად 13 გამარჯვება და 30 მარცხი აქვს.

შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა იმ ფაქტის გამო, რომ სან ანტონიო 2002 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა უწინდელ საშინაო არენას, – ალემოდომს.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სან ანტონიო ორმოცდამეათე სეზონს ატარებს NBA-ში. და რადგან ფანებმა 1992-დან 2002 წლამდე უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი იხილეს ამ არენაზე, იუბილეს აღსანიშავად კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ საკალათბურთო ტაძარს.

პირველი, რაც ამ არენასთან მიმართებით მახსენდება შონ ელიოტის გადამწყვეტი სამქულიანია, (შემდგომში პორტლენდთან გამარჯვებას Memorial day miracle ეწოდა) აქაორობასთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, ვზრდიდი ბავშვებს, ვიყავი სპურსის ნაწილი და ვთამაშობდი ალემოდომზე“, – თქვა სტივ კერიმ.

მესამე მეოთხედის მიწურულს დევიდ რობინსონმა გამოაცხადა, რომ რეგულარული სეზონის მატჩზე დასწრების რეკორდი მოხსნილია, შეხვედრას 64, 387 მაყურებელი დაესწრო.

წინა რეკორდი ჩიკაგო ბულსისა და ატლანტას შეხვედრაზე დაფიქსირდა, – 62, 046.

“ძალიან ამაღელვებელი მომენტია, აქ შეკრებილთათვის ეს ძლიერი ნოსტალგიაა. თავი მოუყარო ამდენ ადამიანს ამ შენობაში, გქონდეს საშუალება, რომ მათ წინაშე ითამაშო, ეს ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, იმედი მაქვს კარგი თამაში იქნება”, – თქვა შეხვედრის წინ გრეგ პოპოვიჩმა.

შეხვედრა ნამდვილად კარგი გამოვიდა, მაგრამ არა სპურსისთვის. მათგან საუკეთესო ტრი ჯონსი იყო, – 21 ქულა, 1 მოხსნა, 5 პასი.

გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში, უკვე ტრადიციულად, ყველაზე მეტი ქულა ჯორდან პულმა დააგროვა. სტაბილურად გააკეთო ეს იმ გუნდში სადაც სტეფ კარი თამაშობს, დიდი მიღწევაა.

პულის ანგარიშზე 25 ქულა, 3 მოხსნა და 6 პასია.

22 ქულა ჰქონდა დივინჩენცოს, 16-16 ტომპსონსა და ვიგინსს, კარიმ 15 ქულით დაასრულა შეხვედრა.

უორიორზის ბალანსი ამჟამად 21-21 ზეა.

სხვა თამაშები ასე დასრულდა:

დეტროიტი – პელიკანსი 110:116

ინდიანა – ატლანტა 111:113

უაშინგტონი – ნიუ იორკ ნიქსი 108:112

ჩიკაგო – ოკლაჰომა 110:124

მინესოტა – ფინიქსი 121:116

იუტა – ორლანდო 112:108

კლიპერსი – დენვერი 103:115

საკრამენტო – ჰიუსტონი 139:114

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე