ორი ოვერტაიმი და ლუკა მეჯიქ!

ბრუკლინ ნეთსმა ბოსტონ სელტიკსს უმასპინძლა და 98:109 დამარცხდა. ბრუკლინმა კევინ დურანტის გარეშე ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო.

კაირი ირვინგის ანგარიშზე 24 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა. კარგად დაიწყო ბენ სიმონსმა, პირველ ნახევარში უკვე 10 პასი ჰქონდა, საბოლოოდ, 9 მოხსნითა და 13 პასით დახურა შეხვედრა, თუმცა, ერთი ქულაც არ ჩაუგდია.

დანაკლისი ჰქონდა ბოსტონსაც. არ უთამაშია ჯეილენ ბრაუნს. სამაგიეროდ, კარგი მატჩი ჩაატარა მარკუს სმარტმა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 6 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემაა.

ჯეისონ ტეიტუმმა 20 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

მაიამი vs მილუოკი

მაიამიმ მილუოკი მიიღო და 108:102 დაამარცხა.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს ბატლერმა, ადებაიომ და ვინსენტმა. მაიამელმა ტრიომ მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 17 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა.

ადებაიომ 24 ქულა, 12 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

გეიბ ვინსენტმა 28 ქულა, 3 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

კარგი იყო ვიქტორ ოლადიპოც. 33 წუთი დაჰყო პარკეტზე, ამ დროის მანძილზე 14 ქულა, 8 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მილუოკის შემადგენლობაში არ უთამაშია იანის ანტეტოკუნმპოს. მის არ ყოფნაში საუკეთესო მაჩვენებელზე გავიდა ჯრუ ჰოლიდეი – 24 ქულა, 6 მოხსნა, 11 პასი.

17 წუთი დაჰყო პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილმა, ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

ლეიკერსი vs დალასი

საუკეთესო თამაში ვიხილეთ ლეიკერსსა და დალასს შორის. დალასმა 119:115 მოიგო. გვქონდა ორი ოვერტაიმი.

დალასმა პირველი ნახევარი დამაჯერებლად მოიგო. მეორეში კი ლებრონ ჯეიმსისა და უესტბრუკის დამსახურებით ლეიკერსი წინ გავიდა. დასრულებამდე 6 წამით ადრე ლუკა დონჩიჩმა სამწულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო სროლა ლეიკერსს დარჩა, თუმცა, შრიოდერმა ვერ გამოიყენა, თითქოს ჯარიმაც იყო, მაგრამ თამაში არ შეჩერებულა.

პირველ ოვერტაიმში ისევ ლუკამ შეძლო მნიშვნელოვანი სამქულიანის ჩაგდება და ანგარიშის გათანაბრება.

მეორე ოვერტაიმში კი დალასმა საბოლოო უპირატესობა მოიპოვა. 38 წლის ლებრონს აღარ აქვს იმხელა ენერგია, რომ ორი ოვერტაიმი იდენტურ დონეზე ითამაშოს.

ვნახეთ უესტბრუკისა და ლუკას შეჯახება, რასი შეგნებულად შეეჯახა, თავადვე დაეცა და გაბრაზებულ ლუკასთან თავიც იმართლა, სათამაშო ეპიზოდი იყოო.

ჯეიმსმა 47 წუთი დაჰყო პარკეტზე, დააგროვა 24 ქულა, 16 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა.

უესტბრუკის ანგარიშზე 28 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასია.

დალასის შემადგენლობაში ლუკასთან ერთად გამოირჩნენ კრის ვუდი და ჰერდევეი. ოვერტაიმში განსაკუთრებით კარგი იყო სპენსერ დინუიდი.

ლუკას ანგარიშზე 35 ქულა, 14 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემაა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ფილადელფია – ოკლაჰომა 114:133

ტორონტო – შარლოტი 124:114

პორტლენდი – კლივლენდი 113:119

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე